Belfast
Belfast
Belfast – ის სამუშაო ოფისები
დუბლინის ინტერიერის ფირმა Kingston Lafferty Design აერთიანებს გამწვანებულ კედლებს , იოგას სტუდიას და სახურავის ტერასას ოფისის რვა სართულზე ბელფასტის ცენტრში , ჩრდილოეთ ირლანდიაში .
დეველოპერის დაკვეთით , კინგსტონ ლაფერტის დიზაინს სთხოვეს თბილი და სასიამოვნო ინტერიერის შექმნა 2787 კვადრატული მეტრის ოფისისთვის – სახელწოდებით Urban HQ – რაც არღვევს ტრადიციულ საოფისე ფორმას .
იმის გათვალისწინებით , თუ როგორ გაუარესდა საზღვრები სამუშაოსა და დასვენებას შორის ბოლო ათწლეულის განმავლობაში , ფირმის თქმით , მას სურდა , რომ კომპლექსი უზრუნველყოფილი ყოფილიყო დასასვენებელი და არაფორმალური სივრცეებით , აგრეთვე ფოკუსირებული სამუშაო სფეროებით .
კერძო სამუშაო ოთახებისგან , ღია ოფისებისა და შეხვედრების ოთახებისგან , Urban HQ ასევე გამოყოფს ველნეს ოთახებს , ყავის დანადგარებს , ცენტრალურ დარბაზსა და ღონისძიების სივრცეს , სადაც თანამშომლებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება .
კომპანიის მიზანი იყო შეექმნა ისეთივე თბილი და მისასალმებელი გარემო როგორც მარტო მუშაობისას ერთი ადამიანისთვის , ასევე ხალხის დიდი ჯგუფებისთვის .
სარელაქსაციო ადგილის შესაქმნელად , ფირმამ შეარჩია მიმზიდველი , მყუდრო მასალების პალიტრა – როგორიცაა ქვა , ტყავი , ხე , ხავერდი და სპილენძი .
პირველი სართული შექმნილია ისე , რომ იყოს ადაპტირებადი სივრცე , რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს . ამ ფუნქციებს შორის ვიზუალური განსხვავების უზრუნველსაყოფად , კინგსტონ ლაფერტის დიზაინერებმა მოსაპირკეთებლად გამოიყენეს სხვადასხვა სახის იატაკი და განათება , ასევე ფერთა გამის დახვეწილი ვარიაციები . ფოიეში ვხვდებით ორმაგი სიმაღლის იატაკს , რომელიც მოპირკეთებულია ხით და წარმოადგენს მოძრავ ინსტალაციას .
პირველი სართული , ეს ის ადგილია , სადაც ყველა სხვადასხვა ადამიანს შეუძლია სოციალიზდეს . განლაგება ამაში დიდ როლს ასრულებს . ერთი მთავარი რამ , რისი გაკეთებაც ფირმას თავიდანვე სურდა , იყო ცენტრალური ჰაბის შექმნა , რომელიც მიიზიდავდა ხალხს . პირველ სართული ასევე მოიცავს კაკლით მოპირკეთებულ ოთახს , კოლაბორაციულ და სოციალურ სივრცეებს . მწვანე კედლები , ჭერი და გამწვანებები ინტეგრირებულია მთელს ტერიტორიაზე . ფსიქოლოგიურად დადასტურებულია , რომ ბუნებასთან კავშირი აძლიერებს სიმშვიდის განცდას , ამაღლებს პროდუქტიულობასა და პოზიტიურ აზროვნებას .
თითოეულს სართულზე ასევე არის მთელი რიგი გართო შხვედრების ოთახები , ლანჩის კაბინები და ფერადი სამზარეულოს სივრცეები , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია მიმდებარე ოფისებისთვის .








ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ