გასაცურებელი კარი

გასაცურებელი კარი

გასაცურებელი კარი : პლუსები , მინუსები და მითები

სხვადასხვა დიზაინ-პროექტებში ხშირად ვხვდებით გასაცურებელ , ე.წ. სლაიდურ კარებს , ინტერიერში ასეთი ტიპის კარი ლამაზად და თანამედროვედ გამოიყურება , მაგრამ მისი მთავარი ღირსება ისაა , რომ პატარა სივრცეებისთვის მაშველ რგოლს წარმოადგენს და ფართის დაზოგვის საკმაოდ კარგი საშუალებაა .

გასაცურებელი კარი



რამდენად კარგია სლაიდური კარი ? არის თუ არა მოსახერხებელი ? როგორია მისი ფასი ჩვეულებრივ კართან შედარებით ? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას ? ამ კითხვებზე პასუხს სტატიაში გაიგებთ .

გასაცურებელი კარი


რა განსხვავებაა გამოსაღებ და გასაცურებელ კარებს შორის ? – განსხვავება გასაცურებელი მექანიზმია , მხოლოდ ის ქმნის ფასის სხვაობასაც ჩვეულებრივ კართან შედარებით . სხვა საკითხები კი , თითქმის იდენტურია .
ასევე ხშირად გამოიყენებენ გასაცურებელ ტიხრებს , რომლებიც უშუალოდ კონკრეტულ სივრცესა და დამკვეთის სურვილებს უნდა მოერგოს . მათი ამოცანა სივრცეების ზონირებაა . დღის შუქი ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია , ამიტომაც , მსგავსი ტიხრები ხშირ შემთხვევაში , შუშისგანაა დამზადებული .        

გასაცურებელი კარი

ალბათ შეხვდებოდით გასაცურებელ კარსაც , რომლის მექანიზმიც კედელშია შემალული , თუმცა ის არც ისე პრაქტიკულია , თუ გავითვალისწინებთ , რომ ამ მექანიზმის მდებარეობის გამო რთულდება მისი ხშირი წმენდა , შესაბამისად სიბინძურე და მტვერი მსგავსი ტიპის კარს მუდამ თან ახლავს , რაც დროთა განმავლობაში მის მოძრაობასაც ართულებს . ასეთი ტიპის კარის გამოყენება შეგიძლიათ ისეთ ოთახებში , სადაც იშვიათად შედიხართ .   



სლაიდური კარის კიდევ ერთი დადებითი თვისება განსაკუთრებით პატარების მშობლებისთვის იქნება საინტერესო , რადგან იქიდან გამომდინარე , რომ გასაცურებელი კარის მამოძრავებელი და ხერხემალი მისი მექანიზმია , რომელიც ჭერზე ან კედელზე მაგრდება , თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი , რომ კარის დახურვისას ბავშვი რამეს დაიზიანებს .

გასაცურებელი კარი


გასაცურებელ კარზე გავრცელებულ მითებს შორის , ყველაზე ცნობილი მის ხმაურიანობას ეხება . თუმცა ეს არასწორია , რადგან სწორად დაინსტალირების შემთხვევაში კარი უხმაურად და რბილად იხურება , ამიტომ თუ თქვენ მის გამოყენებას გეგმავთ ინტერიერში , არჩევანი აუცილებლად შეაჩერეთ ხარისხიან მექანიზმზე .

გასაცურებელი კარი


მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება , რომ გასაცურებელი კარისთვის კედელში ღიობი იდეალურად უნდა იყოს გასწორებული , შესაბამისად ამაზე კედლის აშენების პროცესიდანვე უნდა იზრუნოთ . უსწორმასწორო ხაზების შემთხვევაში ხმის იზოლაციის დონე საკმაოდ დაბალი იქნება , რადგან ამ კარის ერთ-ერთი მთავარი მინუსი ისედაც ხმის იზოლაციის პრობლემაა . თუმცა ისევ და ისევ ხარისხს ვუბრუნდებით – ხარისხიანი კარი , ხარისხიანი მასალა , ხარისხიანი მექანიზმი და ხარისხიანი ინსტალაცია – ეს პუნქტები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კომფორტს .

გასაცურებელი კარი



დადებითი მხარეები : სივრცის დაზოგვა , უსაფრთხოება , ესთეტიურობა , კომფორტულობა

უარყოფითი მხარეები : დაბალი ხმის იზოლაცია

მითები : ხმაურიანი , რთულად გასაღები , რთულად დასამონტაჟებელი , ძვირი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ