Yves Saint Laurents Museum
Yves Saint Laurents Museum
ეს წარმოუდგენელი ივ სენ ლორანის მუზეუმია , ერთ -ერთი იმ არქიტექტურული ნიმუშებისა , რომელიც შესანიშნავად ზის იმ გარემოში , სადაც იგი აშენდა და ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას , თითქოს ის ყოველთვის აქ იყო , იმის მიუხედავად , რომ ტოვებს ძალიან თანამედროვე შეხედულებას .
ივ სენ ლორანის მუზეუმი შეიქმნა მარაკეშში , სტუდია KO – ს მიერ , ჟარდინ მაჟორელესთან ახლოს . ის მოიცავს 3,908 კვადრატულ მეტრს და მასპინძლობს 2 გამოფენას , აქვს აუდიტორია , ბიბლიოთეკა , ყავის მაღაზია , რესტორანი და წიგნის მაღაზია . მისი დამკვეთი იყო პიერ ბერჟე , რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა .
არქიტექტურა შესანისნავად აბალანსებს მოცულობებსა და ტალღოვან ფორმებს , სხვადასხვა მასალებს , როგორიცაა : რკინა – ბეტონი , წითელი აგური დამზადებული ინდუსტრიული თიხისგან , ბუნებრივი ტერაკოტა , რომლის ბაზაა გარედან მოპირკეთებული ტერასა და ოქროსფერი დეტალები .
სტუდიო KO – ს , რომელიც არქიტექტორებმა კარლ ფურნიემ და ოლივიე მარტიმ დააფუძნეს , არაფერი დაუტოვებია შემთხვევით . ინტერიერი დიდებულია . აგური გამოიყენება გარე სტრუქტურისთვის , ისევე როგორც ხე გამოიყენება ინტერიერის შესაქმნელად .
ივ სენ ლორანის მუზეუმი მარაკეშში არის ელეგანტურობის მაგალითი , ფორმებისა და ფერების წარმატებული კომბინაცია , პატივსაცემად შესანიშნავი მოდის დიზაინერისთვის .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ