იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ვინტაჟი

მყუდრო , ელეგანტური , რომანტიკული – ასე შეიძლება ვინტაჟური ინტერიერის აღწერა .

ვინტაჟის პრინციპები :

– ამ სტილის ინტერიერებში გამოიყენება ნეიტრალური , მშვიდი ფერები . მთავარი ფერები – ბეჟი , ნაცრისფერი , ქვიშისფერი , რძისფერი ,  ღია ვარდისფერის რამდენიმე ელფერი , პასტელური ცისფერი .

ვინტაჟი

– ვინტაჟური ინტერიერი ძველმოდური და ელეგანტურია . მიზანსეწონილია ძველი ან ხელოვნურად დაძველებული ავეჯისა და დეკორის გამოყენება .

–  ვინტაჟში უპირატესობა ბუნებრივ მასალებს ენიჭება : ხე , იშვიათად ქვა , ნატურალური ქსოვილები . ინტერიერი ისე უნდა გამოიყურებოდეს , თითქოს ათწლეულების უკან მოხდა მისი შექმნა და უნდა პასუხობდეს ძველ ტენდენციებს . ხშირად ითვალისწინებენ 30-60 წლის წინანდელ ტრენდებს .

– ამ სტილს რომანტიკულს უწოდებენ : რბილი ხაზები , ელეგანტური ფერები , ნაზი ავეჯი და დეკორი .

ვინტაჟი

– ოთახის ვინტაჟური დიზაინი უნდა გამოიყურებოდეს მარტივად და ამავდროულად მდიდრულად . გარემო უნდა იყოს მშვიდი და ნოსტალგიური .

ვინტაჟური ინტერიერი თანამედროვე სახლისათვის მხოლოდ მათთვისაა , ვინც ელეგანტურ , ძველ სიმარტივესა და ანტიკურ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას , ვისაც გასული საუკუნის გარემო მოსწონს .

ვინტაჟი

ვინტაჟური ავეჯი

ვინტაჟური ავეჯი ანტიკური უნდა იყოს ან უნდა გამოიყურებოდეს ასე .

  • მიღებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალები – ხე და ნატურალური ქსოვილები
  • ტექსტურა მნიშვნელოვანია !
  • ნაკაწრები , და ფაქტურა , რომელიც ავეჯს ძველის ეფექტს აძლევს – ორიგინალურად გამოიყურება
  • ჩუქურთმები , ბრინჯაოს ან რომელიმე მეტალის გამოყენება ვინტაჟური ინტერიერის მნიშვნელოვანი კომპონენტია
ვინტაჟი

ქსოვილი

  • ფარდები აუცილებლად გრძელი და დაშვებული უნდა იყოს , შეიძლება მათი მინიმალისტური სამაგრებით დამაგრება . მისაღებია ღია ფერები .
  • დეკორატიული ნაქარგებიანი გადასაფარებლები მაგიდებსა და საწოლის ტუმბოებზე ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება

ვინტაჟურ ინტერიერს უხდება ყვავილების პრინტიანი ბალიშები , შპალერები და სხვადასხვა ელემენტები

ვინტაჟი