ვინტაჟი
მყუდრო , ელეგანტური , რომანტიკული – ასე შეიძლება ვინტაჟური ინტერიერის აღწერა .
ვინტაჟის პრინციპები :
– ამ სტილის ინტერიერებში გამოიყენება ნეიტრალური , მშვიდი ფერები . მთავარი ფერები – ბეჟი , ნაცრისფერი , ქვიშისფერი , რძისფერი , ღია ვარდისფერის რამდენიმე ელფერი , პასტელური ცისფერი .

– ვინტაჟური ინტერიერი ძველმოდური და ელეგანტურია . მიზანსეწონილია ძველი ან ხელოვნურად დაძველებული ავეჯისა და დეკორის გამოყენება .
– ვინტაჟში უპირატესობა ბუნებრივ მასალებს ენიჭება : ხე , იშვიათად ქვა , ნატურალური ქსოვილები . ინტერიერი ისე უნდა გამოიყურებოდეს , თითქოს ათწლეულების უკან მოხდა მისი შექმნა და უნდა პასუხობდეს ძველ ტენდენციებს . ხშირად ითვალისწინებენ 30-60 წლის წინანდელ ტრენდებს .
– ამ სტილს რომანტიკულს უწოდებენ : რბილი ხაზები , ელეგანტური ფერები , ნაზი ავეჯი და დეკორი .

– ოთახის ვინტაჟური დიზაინი უნდა გამოიყურებოდეს მარტივად და ამავდროულად მდიდრულად . გარემო უნდა იყოს მშვიდი და ნოსტალგიური .
ვინტაჟური ინტერიერი თანამედროვე სახლისათვის მხოლოდ მათთვისაა , ვინც ელეგანტურ , ძველ სიმარტივესა და ანტიკურ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას , ვისაც გასული საუკუნის გარემო მოსწონს .

ვინტაჟური ავეჯი
ვინტაჟური ავეჯი ანტიკური უნდა იყოს ან უნდა გამოიყურებოდეს ასე .
- მიღებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალები – ხე და ნატურალური ქსოვილები
- ტექსტურა მნიშვნელოვანია !
- ნაკაწრები , და ფაქტურა , რომელიც ავეჯს ძველის ეფექტს აძლევს – ორიგინალურად გამოიყურება
- ჩუქურთმები , ბრინჯაოს ან რომელიმე მეტალის გამოყენება ვინტაჟური ინტერიერის მნიშვნელოვანი კომპონენტია

ქსოვილი
- ფარდები აუცილებლად გრძელი და დაშვებული უნდა იყოს , შეიძლება მათი მინიმალისტური სამაგრებით დამაგრება . მისაღებია ღია ფერები .
- დეკორატიული ნაქარგებიანი გადასაფარებლები მაგიდებსა და საწოლის ტუმბოებზე ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება
ვინტაჟურ ინტერიერს უხდება ყვავილების პრინტიანი ბალიშები , შპალერები და სხვადასხვა ელემენტები
