თანამედროვე მუქი ინტერიერი
მუქი ფერების მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ სტატიაში ნაჩვენები აპარტამენტის ინტერიერი . მუქი ფერებითა და დახვეწილი ავეჯით , სწორი ხაზებითა და სასიამოვნო განათებით შექმნილი სიმყუდროვე აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას . აპარტამენტის ვიზუალიზაცია და ინტერიერი რაფალ ჰანსკის ეკუთვნის .
აპარტამენტი დახვეწილი , შავი , ნაცრისფერი და სპილენძისფერის ტანდემითა და თვალისმომჭრელი ხაზებითაა შექმნილი . საერთო ოთახი L – ის ფორმისაა . დივანი შავი უსწორმასწორო ფილებით მოპირკეთებული კედლის პირდაპირ დგას . თვალში მოგხვდებათ მაგიდის თავზე დაკიდებული ორი დიდი სანათი , რომლებიც შეიძლება ოთახის მთავარ წერტილად ჩაითვალოს .
ფარდების ჩამოფარების შემდეგ ოთახი ბნელდება და მხოლოდ ინტერიერის გამორჩეული ნაწილები თბილი განათებით ნათდება , დივანის წინ არსებული დიდი ეკრანი კომფორტულ , მყუდრო და ოჯახურ გარემოს ქმნის ინტერიერში და ილუმინაციის კიდევ ერთი წყაროს ფუნქციასაც ასრულებს .
სამზარეულოს ზონაში გამოყენებულია გლუვი მუქი ნაცრისფერი ზედაპირები, კედლებს თავისივე ფერის მოლდინგები გამორჩეულს ხდის . სპილენძისფერი სახელურები , ონკანი და მცენარეების დაკიდებული სადგამი აცოცხლებენ ავეჯს , მარმარილოს ზედაპირი კი მდიდრულობას სძენს გარემოს .
საძინებელ ოთახში შავი , ნაცრისფფერი და ბეჟი ფერებია . შავი ხის პანელები მრგვალი დაკიდებული სანათებითაა განათებული , ყურადღებას იქცევს სპილენძისფერი ტორშერი . საძნებლის ინტერიერი ჰარმონიაშია საერთო ოტახთან ფერებითა და გამოყენებული მასალებით .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ