ინდუსტრიული სტილი

ინდუსტრიული სტილი : ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

ინდუსტრიული სტილი რაც დრო გადის , მით უფრო აქტუალური ხდება და მასზე მოთხოვნაც იზრდება . ამის მიზეზი ალბათ ისაა , რომ მასში გაერთიანებულია თანამედროვე და ძველი სამყარო . ეს ის სტილია , რომელიც წინა პლანზე წევს და წარმოაჩენს იმას , რაც სხვა სტილის ინტერიერებში დამალულია . ინდუსტრიული სტილი ხშირ შემთქვევაში ლოფტ აპარტამენტებში , კომერციულ სივრცეებში და ზოგჯერ თანამედროვე სახლებშიც გვხვდება და სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ მსოფლიოში .

ინდუსტრიული სტილი და მისი მახასიათებლები

 ინდუსტრიული დიზაინი გთავაზობთ საინტერესო გამოცდილებას გვერდიგვერდ მოათავსოთ დახვეწილი , პრიალა , თანამედროვე დეტალები და ვინტაჟი ან კლასიკა .


ჭერი

ამ სტილის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჭერია . ეს ის ზედაპირია , სადაც ინდუსტრიული სტილის მახასიათებლები ყველაზე მეტად იჩენს თავს .  შეუფუთავი რიგელები და მილები , ცხაურები და ყველა დეტალი , რაც სხვა სტილში აუცილებლად დაიფარებოდა , ინდუსტრიულ ინტერიერებში მთავარი ელემენტებია .
მექანიკური და სტრუქტურული ელემენტების წარმოჩენა ინდუსტრიული სტილის ხელწერაა . 

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 2


ხე და მეტალი

ინდუსტრიულ ინტერიერებში ყველაზე გამოყენებადი ორი მასალა ხე და მეტალია . ისინი გამოიყენება ავეჯის , განათებებისა და სხვადასხვა დეკორაციების მისაღებად . ალბათ , ამ სტილის ძიებისას ხშირად ნახავდით მილის ვიზუალის მქონე კონსტრუქციაზე აწყობილ ხის თაროებს .

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 3


ფერი

თბილი , ნეიტრალური ფერები ამ სტილის დამახასიათებელი ნაწილია . თუმცა ხშირად გამოიყენება ფერადი , მყვირალა აქცენტები , რაც ინტერიერის ნებისმიერ ნაწილში შეგიძლიათ სცადოთ .

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 4


კედლები  

ლოფტების უმეტესობა ინდუსტრიულ სტილშია . ამის მთავარი მიზეზი ის არის , რომ ლოფტები ძველი ქარხნების რევიტალიზაციის შედეგია და შეუფუთავი აგურის ან ბეტონის კედლები კი ინდუსტრიული ინტერიერის ერთ-ერთი დამახასიათებელი კომპონენტი .

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 5


იატაკი

ინდუსტრიული ნამდვილი სულის შესანარჩუნებლად და ასევე ფულის დაზოგვის მიზნით , ხშირად პოლირებულ ბეტონის იატაკს იყენებენ . თუმცა შეზღუდული არაფერში ხართ , შეგიძლიათ ლამინატის ან ხის იატაკიც გამოიყენოთ .

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 6




განათება

განათება ინდუსტრიულ სტილში ძალიან მნიშვნელოვანია . გამოიყენეთ მეტალის სანათები , თუ მაღალი ჭერია არ მოერიდოთ დრამატულ და მასიურ სანათებს . ბრები , ტორშერები – ყველაფერი ნებადართულია .

industriuli stili yvelaferi rac unda icodet 7
industriuli stili yvelaferi rac unda icodet 8
industriuli stili yvelaferi rac unda icodet 9
industriuli stili yvelaferi rac unda icodet 10
industriuli stili yvelaferi rac unda icodet 11

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ

Comments

comments