იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ფერით შექმნილი განწყობა

სახლის , ბინის თითოეულ ოთახს  თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში , ფერი კი ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია , რომელსაც შეუძლია ჩვენს ირგვლივ დადებითი ან უარყოფითი განწყობის შექმნა . გარდა ამისა , მეცნიერების მტკიცებით , ის მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე , ამიტომ ინტერიერში ფერის შერჩევას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ , განსაკუთრებით თუ თქვენ კედლებს არ ღებავთ , არამედ, მაგალითად შპალერის გაკვრას გეგმავთ , რადგან ამ შემთხვევაში თქვენი ოთახის ფერთა გამის შეცვლა შეუძლებელი იქნება უახლოეს წლებში , როდესაც კედლების გადაღებვა ყოველ თვეა შესაძლებელი .

ferit-sheqmnili-gancyoba

რასაკვირველია , ინტერიერის სხვა დეტალები , როგორიცაა არქიტექტურული გადაწყვეტები , ავეჯი, მატერიალების ტექსტურა და სხვა , შერჩეულ ფერს მოერგებიან , რადგან პირველ რიგში ფერი ქმნის განწყობას ინტერიერში .

ferit-sheqmnili-gancyoba

ღია ტონები ინტერიერში იწვევენ სიმსუბუქის , სივრცის , თავისუფლების შეგრძნებას , ეს განსაკუთრებით აქტუალურია მისაღები ოთახებისთვის . მკვეთრი ფერები მუხტავენ ენეგიით მთელი დღის მანძილზე , აყენებენ ადამიანს კარგ ხასიათზე . ასევე ბოლო წლებში მოდაში შემოვიდა სამზარეულოს გადაწყვეტა მკვეთრ ფერებში . ასეთი სამზარეულოს მეპატრონეების თქმით , მსგავსი გადაწყვეტა მადის აღძვრას იწვევს .

ბავშვთა ოთახები , განსაკუთრებით თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა , შესრულებული უნდა იყოს ღია , მკვეთრ ტონებში , რათა ბავშვის ირგვლივ ხალისიანი , მრავალფეროვანი ატმოსფერო შეიქმნას . უფროსების საძილე ზონისთვის კარგია თბილი ფერები , ან მშვიდი ცივი , რადგაც ისინი ჰარმონიის შეგრძნებას იწვევენ და ამშვიდებენ ადამიანს .

ferit-sheqmnili-gancyoba

სწორი ფერთა გამის შერჩევას შეუძლია : – ოთახის ზონირება .

–  დეტალებზე ყურადღების გამახვილება .

–  ინტერიერის დადებითი მხარეების ჩვენება .

 – უარყოფითი მხარეების დამალვა .

– ვიზუალურად ოთახის პროპორციების ცვლა .

 – იყოს კარგი ფონი აქსესუარებისთვის .

მაგრამ შთაბეჭდილება , რომელსაც ინტერიერი პირველად ნახვის შემდეგ ტოვებს და ამ ინტერიერში ცხოვრება არ არის ერთი და იგივე , ამიტომ პოპულარულ ჟურნალებში განთავსებულმა ლამაზმა სურათებმა არ უნდა შეგვიყვანონ შეცდომაში . ინტერიერში , სადაც ადამიანი ხანგრძლივი პერიოდით აპირებს ცხოვრებას , არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება უკუეფექტი იქონიოს. 

ferit-sheqmnili-gancyoba

მკვეთრი ფერები დღითიდღე უფრო გამაღიზიანებლად გამოიყურებიან , ღია პასტელის ფერები – მოსაწყენად . რათ ქმა უნდა , არანაკლებ როლს თამაშობს ფერის კონცენტრაცია

, რაოდენობა და ადამიანის გემოვნება. ყველაზე მცოდნე დიზაინერიც კი ვერ გამოიცნობს, თუ როგორ იგრძნობ თავს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ინტერიერში. ფუნქციონალურობის, არქიტექტურის და ტექსტურის მხარე პროფესიონალი დიზაინერისთვის მარტივი დავალებაა, მაგრამ როდესაც ოთახი თითქმის მზადაა , სასურველია დამკვეთი შევიდეს, გაჩერდეს, შეიგრძნოს გარემო, წარმოიდგინოს საკუთარი თავი უკვე დასრულებულ ინტერიერში და შეარჩიოს ფერი .

მიუხედავად ადამიანის გემოვნებისა , გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები :

ferit-sheqmnili-gancyoba

1 . ფერი ინტერიერში უნდა ემთხვეოდეს მის დანიშნულებას, რათა იქ ყოფნა იყოს კომფორტული . როგორც უკვე ვახსენეთ , სახლის სხვადასხვა ზონებში უკეთ მუშაობს სხვადასხვა ფერთა გამა .

2 . ფერს აქვს ერთი თავისებურება , რომელიც უნდა გავითვალისწინოთ: თვალის მიერ მისი აღქმა ინტერიერში დამოკიდებულია განათებაზე . მაგალითად ვარვარა ნათურებით განათება კარგია თბილ ინტეიერში , ხოლო LED განათება კი ცივში . 

3 . რაც უფრ მკვეთრია ფერი , მით უფრო დაბალი უნდა იყოს მისი კონცენტრაცია , რაოდენობა ინტერიერში . საუკეთესო გადაწყვეტაა ნეიტრალური ტონები და მკვეთრი არანჟირება .

4 . ფერს აქვს შესაზლებლობა ცვალოს პროპორციები :

– ღია ტონები ადიდებს სივრცეს .

 – მუქი წითელი და ყავისფერი მას აპატარავებს

. – მუქი ნაცრისფერი , ლურჯი და მწვანე აძლევს სიღრმეს .

– ყველაზე მკვეთრი ფერის მატარებელი ელემენტი იქცევს ყურადღებას.

 წარმოგიდგენთ ზოგი კონკრეტული ფერის მოქმედებას ჩვენს განწყობაზე:

ვნებიანი წითელი – ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი , მკვეთრი და გამომწვევი ფერია , ის სიძლიერესა და ვნებას განაგებს . წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად .  წითელი ათბობს განწყობას და იქცევს ყურადღებას .  ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ფერი ასოცირდება ცეცხლთან , სიცხესთან და სიმდიდრესთან , თუმცა შეიძლება სიმორცხვეზე ან კონფლიქტურობაზე მეტყველებდეს . დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. წითელი ფერის ჭარბმა რაოდენობას შეიძლება უძილობა ან დაღლილობა გამოიწვიოს. ამ ფერთან არაჰარმონიულია შავი და ცისფერი . წითელი ფერის გამომყენება მიზანშეწონილია შემდეგი დანიშნულებებისთვის:

  –  მნიშვნელოვანი დეტალების გამოსაჩენად .

 – ემოციუნალური სტიმულაციისთვის .

  – არასასურველი დეტალებიდან ყურადღების გადასატანად .

  – ინტერიერში სითბოს შემოტანისთვის .

მწვანე  – ასოცირდება გაზაფხულთან , ზრდა-განვითარებასთან . ის განასახიერებს მშვიდობას , კურნავს სტრესისგან , ამცირებს სულიერ ტკივილსა და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებელს და სხვა იმ ოთახებს , სადაც ადამიანი ისვენებს . ღია მწვანე იდეალურია საბავშვო ოთახისთვის . თუ არ გსურთ ოთახის მთლიანად მწვანედ შეღებვა , მაშინ, ამ ფერის ელემენტები შეიტანეთ ინტერიერში .

მთავარი დანიშნულება :

– დასასვენებელი , რელაქსაციის ზონების მოწყობა .

– ინტერიერში ჰარმონიის შეგრძნების შემოტანა .

ცისფერი და ლურჯი – ცისფერი ცისა და ოკეანის , სიმშვიდის ფერია . მას ძლიერი დამამშვიდებელი ზეგავლენა აქვს და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილს . ლურჯი ამძაფრებს ადამიანის ინტუიციასა და მის სულიერ მისწრაფებებს . თუ სახლში მედიტაციის ოთახი არის , მას ყველაზე მეტად ცისფერი ან ლურჯი კედლები შეეფერება . ორივე ეს ფერი იდეალურია აბაზანისთვის . არ არის მიზანშეწონილი ამ ფერების გამოყენება საძინებელში , რადგან ლურჯი წითელი ფერის საწინააღმდეგოა , ის ემოციებისგან ცლის ადამიანს . ასევე აქრობს მადას , შესაბამისად არც სამზარეულოშია მისი გამოყენება სასურველი .

ყვითელი – მზის , აყვავებისა და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს . მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მნიშვნელოვანს ჩვენს სამყაროში : მცენარეებს , ცხოველებს , ადამიანს . ყვითელი აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო დაწესებულებებს . ასევე ადამიანში აღძრავს კეთილგანწყობასა და სიცოცხლის ხალისს . ეს ფერი  აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად . შეიტანეთ ის თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის , სითბოს , კარგი განწყობისა და პოზიტიური აზროვნების მისაღწევად . იდეალურია სასტუმრო ოთახის გასაფორმებლად . დასაშვებია ლიმონისფრად შეიღებოს მთელი ოთახი . ყვითელი ნეგატიურია აბაზანისთვის. 

მთავარი დანიშნულება : 

– მადის აღძვრა.

 – ადამიანის კარგ ხასიათზე დაყენება , პოზიტივის შემოტანა ინტერიერში .

 – მზის იმიტაცია  ( კარგია, მაგალითად , ისეთ ოთახებში , რომლის ფანჯრები ჩრდილოეთით არის მიმართული ) .

ყავისფერი  – სტაბილურობის ფერია , უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას . კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის . იდეალური ფერია სასადილო ოთახის , სამზარეულოსა და საძინებლისთვის .

იასამნისფერი – განასახიერებს ძალაუფლებასა და სიმდიდრეს . მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან , აღვივებს ფანტაზიის უნარს , აერთიანებს ენერგიულობასა და სიმშვიდეს . არ შეეფერება ისეთ ოთახებს , სადაც ადამიანი ისვენებს ( გონებითა და სხეულით ) , ამიტომ ეს ფერი ყველაზე კარგად გამოავლენს თავს სიმდიდრის ზონაში , სამუშაო სივრცეში .

სტაფილოსფერი – წარმატებით მოიცავს წითელი ფერის სიძლიერესა და ყვითელი ფერის კეთილგანწყობას . მოაქვს წარმატება , სიკეთე და კეთილგანწყობა . საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის შემატება სწორედ სტაფილოსფერის საშუალებით  არის შესაძლებელი. ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას , ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვას . სასურველია მისი გამოყენება ოფისებში , სასტუმრო და საკლასო ოთახებში . ხელს უწყობს გონებას აღიქვას და დაიმახსოვროს დიდი რაოდენობით ინფორმაცია . 

ferit-sheqmnili-gancyoba

თეთრი – თეთრი ფერი ინტერიერში ყოველთვის კარგად გამოიყურება . ის ახალისებს საერთო დეკორს . ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და ხაზს უსვამს ინტერიერში გამოყენებულ ყველა დანარჩენ ფერს . მაგრამ თეთრი მასალები , რომლებსაც ინტერიერში გამოიყენებთ , აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს : ქსოვილები, რომლებიც შეიძლება მათეთრებელი საშუალებით დამუშავდეს ; თუ დივანზე ან სავარძლებზე თეთრი გადასაკრავებია , აუცილებლად უნდა ეხსნებოდეს და ირეცხებოდეს . ერთადერთი , რისგანაც შეიძლება თავი შეიკავოთ , ეს თეთრი ხალიჩაა, განსაკუთრებით მაშინ , თუ პატარა ბავშვები ან ცხოველები გყავთ .

ტექსტი მოამზადა- ლინდა დევაძემ