იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

მინიმალიზმი ინტერიერში

მინიმალიზმი ინტერიერში

მინიმალიზმი ინტერიერში – მინიმალური დეტალები , მაქსიმალური კომფორტი

მინიმალიზმი სტილია , რომლის ხასიათშიც თავშეკავებულობა და დეტალების მიმართ მკაცრი დამოკიდებულებაა . მთავარი იდეა ფუნქციურად დატვირთული ნივთების და დიზაინის ელემენტების გამოყენებაა . ეს ეხება როგორც ავეჯს , ასევე დეკორატიულ ნივთებსა და ფერებს . უპირატესობა ენიჭება გეომეტრიულად მარტივ ფორმებს , ინტერიერში უნდა იყოს ორი საბაზისო ფერი .

მინიმალიზმი ინტერიერში



მინიმალისტური ინტერიერები უნდა აირჩიონ მათ , ვინც დაიღალა არასაჭირო ნივთებით და დატვირთული ოთახებით , ვისაც არ უყვარს ზედმეტი დეტალები და უპირატესობას კომფორტს , სისუფთავესა და წესრიგს ანიჭებს .


მინიმალიზმი ინტერიერში



კედლები

მინიმალიზმი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სტილებს ერევა და მასალების , ფერებისა და ფაქტურების არცევანიც უფრო იზრდება , თუმცა თუ თქვენ გადაწყვიტეთ ეს სტილი აირჩიოთ თავისი სრული ხასიათით , მაშინ კედლების მოსაპირკეთებლად შეგიძლიათ უბრალოდ საღებავი , ერთფეროვანი შპალერი , ასევე დეკორატიული ნალესი და მინიმალისტური ვიზუალის მქონე აგურიც გამოიყენოთ . ასევე კედლები შეიძლება იყოს ბეტონის , ნატურალური ქვის რელიეფის მქონე ან სულაც შუშის .

მინიმალიზმი ინტერიერში



ჭერი

მინიმალიზმის სტილში ჭერები მაქსიმალურად მარტივია , ასე რომ , მოერიდეთ რთული ელემენტების გამოყენებას . მიზანშეწონილია ჭერების ერთ ნათელ ტონში შეღებვა , შეგიძლიათ თაბაშირ-მუყაოს ჭერზე შეაჩეროთ არჩევანი და გამოიყენოთ წერტილოვანი დაფარული განათებები და ჭაღები მარტივი ფორმებითა და ფერებით .

მინიმალიზმი ინტერიერში

იატაკი

იატაკების მოპირკეთებისას გაითვალისწინეთ , რომ მინიმალიზმში მშვიდი და ნაზი ტონები გამოიყენება . შეარჩიეთ ისეთი მასალები , რომლებიც თვალში მოსახვედრი არ არის . მნიშვნელოვანია რომ იატაკის მოსაპირკეთებლად მაქსიმუმ 2 მასალა შეარჩიოთ , ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ჰოლში და სამზარეულოში გრანიტს , ხოლო სხვა ოთახებში ხის ან ლამინატის იატაკის დაგებას აპირებთ .

მინიმალიზმი ინტერიერში
მინიმალიზმი ინტერიერში
მინიმალიზმი ინტერიერში
მინიმალიზმი ინტერიერში
მინიმალიზმი ინტერიერში
მინიმალიზმი ინტერიერში

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ