იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

დიზაინის საუკეთესო ტენდენციები

2016 წლის დიზაინის საუკეთესო ტენდენციები რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ჩვენ შევადგინეთ სია იმ ძირითადი ტენდენციების , რომლებიც 2016 წელს პოპულარული იქნება . წარმოგიდგენთ დიზაინის ხუთ ძირითად ელემენტს , რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ , ასევე რჩევები  თუ როგორ მოვახერხოთ , რომ შეუმჩნევლად ჩავრთოთ ამ ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაციები არსებულ ინტერიერში .

dizainis tendenciebi

მეტალისგან დამზადებული თანამედროვე ელემენტები

2016 წლის მთავარ ” ამომავალ ვარსკვლავად ” იქცა მეტალის ელემენტები . ეს სავსებით გამართლებულია , თუ გავითვალისწინებთ როგორ ნატიფ და გლამურულ იერსაც აძლევენ ისინი ნებისმიერ ინტერიერს . ნებისმიერ დიზაინერულ მიმართულებას შეუძლია მიიღოს სარგებელი ამ ტრენდიდან . ვერცხლისა და ხრომის დამატებით მივიღებთ პრიალა და გლუვ ზედაპირს , ხოლო ოქრო და ვარდისფერი ოქროს ელემენტები მიანიჭებენ ოთახს სიმყუდროვეს .

dizainis tendenciebi

დეკორში მეტალის ელემენტების გამოყენების ძირითადი განსხვავება 2016 წელს არის შეერთების და შერწყმის თავისუფლება . ნუ შეშინდებით თუ ძირითად აქცენტს გააკეთებთ მეტალის მხოლოდ ერთ სახეობაზე , მეორეხარისხოვანი აქცენტი გააკეთეთ სხვა სახეობის მეტალის დახმარებით .

dizainis tendenciebi

ეკოლოგიური დიზაინი

დიდი ხნის განმავლობაში დიზაინზე ზემოქმედებას ახდენდა კულტურული ტენდენციები , მაგრამ წელს მოსალოდნელია მოდაში იყოს ეკოლოგიური ინტერიერები .

interieris dizaini

ეკოლოგიური ტენდენცია არქიტექტურაში საშუალებას მოგვცემს შევუთავსოთ ერთმანეთს ფორმა და ფუნქციონალურობა , მივაქციოთ ურადღება დიზაინში ელემენტების გამოყენებას , რომლებიც არა მხოლოდ შესანიშნავად გამოიყურება , არამედ ხარისხიანად არის გაკეთებული და მინიმალურად აზიანებს ეკოსისტემას .

dizainis tendenciebi

ეს მიზანი ადვილად მიიღწევა , თუ შევავსებთ ინტერიერს ხის და ქვის მასალებით . მითუმეტეს რომ , ისინი უფრო უსაფრთხოა , ვიდრე მასიური წარმოების საქონელი და უფრო ხანგძლივად გვემსახურება .

ორნამენტები ქუჩიდან

ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ ორნამენტებს , რომლებიც ქვხვდება ბუნებაში . ეს წელი გვპირდება მცენარეული ორნამენტების დაბრუნებას , ყვავილებისა და ცხოველების პრინტს . როგორც ნებისმიერი ორნამენტის შემთხვევაში , აქაც ფასობს ზომიერება – განსაკუთრებით , როცა საქმე ეხება  ასეთი ნათელ და კაშკაშა გამოსახულებებს .

dizainis tendenciebi

მსხვილი და მძიმე ორნამენტების ნაცვლად , რომლითაც დაფარულია ოთახის ყოველი სანტიმეტრი , გამოიყენეთ ერთი ან ორი ელემენტი , რომელიც მთელი სივრცის ცენტრად იქცევა .

რომ დავრწმუნდეთ რამდენად თანამდროვედ და ზომიერად იყენებთ ველურ ორნამენტებს , ვიფიქროთ ისეთი ნახატების შერჩევით , რომლებიც გამოდიან ბუნებრივი ფერთა გამის ჩარჩოებიდან .

dizainis tendenciebi

როცა გვინდა , რომ ოთახი საინტერესოდ გამოიყურებოდეს არ არსებობს აქცენტების დასმის იმაზე უფრო მარტივი მეთოდი , ვიდრე გეომეტრიული ფიგურების დამატებაა . ახლახანს გაჩენილი ასეთი ინტერიერი გეომეტრიული დიზაინის მიმართ წარმოადგენს გაგრძელებას ტენდენციისა , რომელისაც სული ჩაუდგა 70 – იანი წლების მიმართულებებმა .

dizainis tendenciebi

უდიდეასი უპირატესობა ასეთი ტენდენციისა არის ის , რომ ის იოლად ეწერება ნებისმიერი სტილის ინტერიერში .

ულტრათანამედროვე დიზაინის თაყვანისმცემლებმა უნდა გამოხატონ თავიანთი იდეები ავეჯისა და სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის სანათების საშუალებით . კლასიკური ინტერიერის შესაქმნელად დავუმატოთ ოთახს ნაჭრისგან ან იარტაკის ფილებისგან გაკეთებული გეომტერიული სურათი .

dizainis tendenciebi

შეუპოვარი – უხეში ლურჯი

ყოველ წელს აქვს თავისი რჩეული ფერი . არც 2016 წელი იქნება გამონაკლისი . ლურჯი გერის ნაირსახეობები როგორიცაა კობალტი , მუქი ლურჯი და ზღვის ფერი – იქცნენ ამ წლის ძირითად ფერებად . კარგია რომ არსეობს ბევრი მეთოდი , თუ როგორ დავამატოთ ეს ფერი ჩვენს ინტერიერს .

dizainis tendenciebi

მათ ვისაც სურს , რომ შექმნას ნამდვილად მყუდრო და დასასვენებელი ატმოსფერო , უნდა შეღებონ კედლები ლურჯად ან შეიძინონ ღია ფერის სამზარეულოს კარადები . ლურჯი ფერის აქცენტის დამატება დეკორის ძირითად ელემენტზე ან ავეჯზე იქნება შესანიშნავი საშუალება ფეხი ავუწყოთ მოდას , ისე რომ არ დაგვჭირდეს მაშტაბური ცვლილებები .

dizainis tendenciebi

dizainis tendenciebi

 

Leave a Reply