იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

როგორ განვათავსოთ სარკე სახლში : 7 რჩევა

როგორ განვათავსოთ სარკე სახლში : 7 რჩევა

იმისათვის რომ დიზაინის საბოლოო ტენდენციები გამოვხატოთ ინტერიერში , საჭიროა სწორად განვათავსოთ სარკე სახლში .  თუ როგორ გავაკეთოთ ეს წაიკითხეთ ამ სტატიაში .

 

 

სარკე – ” ფანჯარა ”

დიდ იატაკის სარკეს შეუძლია ითამაშოს ფანჯრის როლი , ხოლო მის წინ შეიძლება მოეწყოს მყუდრო კუთხე ჩაის მისართმევათ – ესე მოიქცა დიზაინერი კელლი უილსტლერ – ი , საკუთარი სახლის , სასადილო ოთახში . იმისათვის რომ მიღწეულ იქნას ესეთი ეფექტი , შეარჩიეთ  უჩვეულო ფორმის ავეჯი – მაგალითად , სავარძელი – ” კოკონი ” და ულამაზესი შირმა .

sarke interiershi

 

 

სარკის შირმა

სარკის შირმა კარგია იმით რომ , არა მხოლოდ ადიდებს სივრცეს , არამედ ხდის მას უფრო რთულს – ესეთი ელემენტი დიზაინერმა კენტ კარლოკმა გამოიყენა მაიამიში მდებარე საკუთარი სახლის სასადილო ოთახში . ინტერიერში ორი შირმაა განთავსებული ერთმანეთთან ახლოს , თუმცა შეიძლება ესეთი შირმები ერთმანეტის მოპირდაპირე მხარესაც განათავსოთ .

interieris dizaini

sarke interiershi

 

ერთნაირი ფორმის სარკეები

საძინებელი ოთახი პირველ რიგში განკუთვნილია დასასვენებლათ , ამიტომ სარკის ამ ოთახში განთავსება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით – უამრავი სინათლის ანარეკლი შექმნის არასასურველ ეფექტს .  დიდი სარკის ნაჭრის მაგივრად , უმჯობესია გამოიყენოთ რამოდენიმე პატარა , როგორც ეს ლოს ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში – დიზაინერმა კელი უირსტლერმა გააკეთა  . ესეთი ინტერიერის შესაქმნელად შეარჩეით ავეჯი ,  რომელსაც მკვეთრად გამოხატული ხის ზედაპირი ექნება  , ხოლო სარკეებს ერთნაირი ზომა .

sarke interiershi

 

 

კედლის სარკით მოპირკეთება

ცნობილმა სოულის შემსრულებელმა რობერტა ფლეკმა თავის სახლში მანჰეტენზე , კედლები მთლიანად სარკით მოპირკეთა  . ეს ძლიერი დეკორატიული ხერხია : მრავალმხრივი არეკვლა ქმნის უსასრულო სივრცის ეფექტს , თუმცა ესეთი ეფექტის გამოყენება ყველგან არ შეიძლება – იგი გამოდგება მხოლოდ მისაღები ოთახებისთვის . ისეთ ოთახებში როგორიცაა საძინებელი – არეკვლა ქმნის დისკომფორტს  .

sarke interiershi

 

 

სარკე –  ლინზა

ძირითადი დეტალები პარიზში მდებარე სახლისა რომელიც შექმნა დიზაინერმა ფრედერიკ მეშიშმა – არის დიდი აბსტრაქტული სურათები და გიგანტური სარკე – ლინზა . სარკის ეს ეფექტი მოეწონებათ ადამიანებს რომლებსაც მოსწონთ თეატრალიზებული ეფექტები : აქ სარკე არა მხოლოდ ირეკლავს , არამედ თავდაყირა აყენებს გამოსახულებას . ესეთი სარკის დამზადება შესაძლებელია შეკვეთით – სარკის ფენის დატანით – შემკრებ ლინზაზე .

sarke interiershi

 

სარკეების კოლექცია .

ეს ეკლეკტიკური მისაღები ოთახი ფილიპ სტარკმა გააფორმა თავის ბინაში , რომელიც პარიზში მდებარეობს . ვენეციური სარკე ემიჯნება ეთნიკურ ნაჭრებს და პლასტიკისგან შექმნილ გნომებს . იმისთვის რომ გაიმეოროთ ესეთი გადაწყვეტა , კედლები დაფარეთ ქსოვილით . ქსოვილზე შეიძლება განათავსოთ როგორც სარკე ასევე სურათები . თამამად შეურიეთ ინტერიერში სხვადასხვა სტილის ავეჯი . \

sarke interiershi

Leave a Reply