სამზარეულოს ნიჟარა
სამზარეულოს ნიჟარა
სამზარეულოს ნიჟარა ფანჯარასთან
სამზარეულოს ნიჟარის ფანჯრის წინ განთავსება საკამათო გადაწყვეტილებაა . მას გააჩნია როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი მხარეები .

დადებითი მხარეები
1. ვიზუალი – ხშირად , ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჭურჭლის რეცხვისა და სასიამოვნო ხედის ყურების ერთად კეთების საშუალებას იძლება .
2. დღის განათება – დღის განმავლობაში სამზარეულოს ეს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კარგად იქნება განათებული , რაც საშუალებას მოგცემთ ცოტათი , მაგრამ მაინც დაზოგოთ ელექტროენერგია .

3. გაზრდილი სამუშაო ზედაპირი – ყველაზე ხშირად , ფანჯრის რაფა სამზარეულოს ზედაპირის სიმაღლეზეა , რაც საშუალებას გაძლევთ ტოპი შეიყვანოთ ფანჯრის ნიშაში და მოიმატოთ 10 სანტიმეტრამდე სამუშაო სივრცე . ზოგჯერ კი , ფანჯრის რაფა უფრო დაბლაა , ამ შემთხვევაში კი , თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა სახლის ბაღი ან პატარა სათავსო სამზარეულოს წვრილმანებისთვის .

უარყოფითი მხარეები
1. ფანჯრის ხშირი წმენდის აუცილებლობა – ძალიან ფრთხილად გარეცხვის შემთხვევაშიც კი , თქვენ მოგიწევთ ხშირად დაუთმოთ დრო ფანჯრის გაწმენდას .

2. ჭურჭლის საშრობის ნიჟარის ქვეშ განთავსება – სტანდარტულად , თუ ფანჯარა ჭერამდეა , ნიჟარის ზედა ნაწილში ავეჯის არსებობა შეუძლებელია , ამიტომ მოგიწევთ ალტერნატიული საშუალება მოძებნოთ ჭურჭლის საშრობისთვის-ადგილის საპოვნელად . თუ მას ნიჟარის ქვეშ ან გვერდით განათავსებთ , დიდია იმის შანსი , რომ გარეცხილი ჭურჭლის წვეთები სამზარეულოს ზედაპირზე და იატაკზე მოხვდეს .

3. ფუნქციურობა – აუცილებელია ავეჯი სწორად მოერგოს ფანჯარას , ასევე მნიშვნელოვანია შემრევი ისე იყოს მოთავსებული , რომ ფანჯარა გაღებისას მას არ მოხვდეს .


ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ