იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

როგორ შევარჩიოთ სკამები ინტერიერისთვის : 10 იდეა

როგორ შევარჩიოთ სკამები ინტერიერისთვის : 10 იდეა

დიზაინერმა ვადიმ კიბარდინმა კომენტარი გააკეთა ათ ინტერიერზე , სადაც მთავარ როლს სკამები  თამაშობენ .

   1.ბინა მოსკოვში

დიზაინერი ლაძარო რაბონი და ანდრეი ფარბი

ინტერიერი გაყოფილია ორ ნაწილათ . მარჯვენაში – სპილენძის სახელურები , პიანინო და ხის ანტიკვარული სკამებია , მარცხენაში – ლითონის მაგიდა , ლაკონური განათება და პლასტიკატის სკამები . ასეთი სტილისტური ოთახის გაყოფა ფაქტიურად შესაძლებელია .  თუ სასურველია დიდი ერთიანი სივრცე , მაშინ პლასტიკატის სკამები შეიძლება შეიცვალოს

skamebis shercheva interieristvis

 2. სახლი პალმ-სპრინგს-ში

არქიტექტორი დონალდ ვეკსლერი , დიზაინერი ჯიმ აისერმანი .

ამ ინტერიერის შემქმნელებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ბალანსი რომანტიულ კომფორტსა და მინიმალიზმს შორის . გამოვიდა სასადილო ოთახი , რომელშიც ყველა ელემენტი ერთმანეთან არის მისადაგებული . ავეჯი 1960 – ინი წლების სტილშია . სკამების ტექსტილი და ნოხი ერთ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი .

skamebis shercheva interieristvis

3. ბინა ანტვერპენში

არქიტექტორი კრის მისი

ძნელი წარმოსადგენია , როგორ უნდა დაიბანო ხეპლირი , სკამზე მჯდომმა . საშინლად მოუხერხებელია . ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში – სკმაბის აბაზანიდან გატანაა .

skamebis shercheva interieristvis

4. სახლი ავსტრალიაში

დიზაინერი დეილ ფრანკი

გამჭირვალე სკამები Lou Lou ფილიპ სტარკის დიზაინია . სკამები აბსოლიტურად წაშლილი და დაკარგულია ამ სინათლით სავსე სამზარეულო – სასადილო ოთახში . უფრო შესამჩნევი მონაწილეები იქნებოდნენ სკამები მეტალითა და ტექსტილით , მეტალი იქნებოდა შესაბამისი ჰაიტეკის სტილის სამზარეულოსთან, ტექსტილი კი დეკორატიულ ელემენტს შემატებდა ოთახს .

skamebis shercheva interieristvis

5. სახლი ბევერლი ჰილსში 

დიზაინერი ელსი დე ვულფი

დაბალანსირებულ ინტერიერში იდეალურად შერწყმულია სკამები  ძველი კლასიკური სტილის და ანკიკური მოტივები . ერთადერთი – არ არის საკმარისი გამაერთიანებელი ელემენტები , ორნამენტებიანი ნოხი კარგი იქნებოდა ერთ ტონალობიანი ნოხის ნაცვლად .

skamebis shercheva interieristvis

6. აპარტამენტი პარიზში

დეკორატორი ეკლე დანე

ლამპა თეთრი შუშით , მუქი კედლები , მაგიდა პოლიკარბონატისგან და ამ ყველაფერთან მოულოდნელი სკამები, დაწნული ზურგით. ეფექტური სვლა ნეტრევიალური გადაწყვეტილების მიღების მოყვარულ იადამიანებისთვის . კიდევ ერთი პლიუსი : ოთახი შეიძლება მარტივად გადაკეთდეს 60 იანი წლების სტილში . საკმარისია მხოლოდ კლასიკური სკამების შეცვლა – თეთრ Panton ან Tulip სკამებით .

skamebis shercheva interieristvis

7. სასტუმრო Domaine Des Andeols

არქიტექტურული ბიურო Jean Francois Bodin & Associes

ამ ინტერიერის ავტორმა ითამაშა თამაში – ” ყველაფერი პირიქით ”  . სკამები ” ამოტრიალებული ” ხის კარკასითა და მეტალის დასაჯდომებით , კარები რომელიც სურათის ჩარჩოს გავს , ენდი უორხალის რეპროდუქცია ფერებში – როგორც დიდი ფანჯარა . შედეგი შთამბეჭდავია , ერთადერთი ” არა ” – ოთახი გამოვიდა ძალინ ცივი .

skamebis shercheva interieristvis

8. ბინა მალაგაში

დიზაინერი დიეგო სანტოსი

ეს ინტერიერი ყალიბდებოდა არა ერთი წელი , ამის მიუხედავად იგი გამოიყურება ” მოუვლელად ” . აქ გამეფებულია მყუდრო და ცოცხალი ხელოვნების აურზაური . ოთახში თავშეყრილია უამრავი ნივთი , რომლებიც მეტყველებენ გემოვნებაზე , მოღვაწეობის სფეროსა და მფლობელის ინტერესებზე .

skamebis shercheva interieristvis

9. ბინა მანჰეტენზე

დიზაინერი ბიბი მონაჰანი

ამ ოთახში ყველაფერი თავის ადგილას არის და თუ შეცვლაა – მხოლოდ პატარა უმნიშვნელო დეტალების . სკამების მკაცრი ლითონის კარკასი და და დასაჯდომები კარგად არის შეხამებული თბილ პარკეტის იატაკის ფერებთან .

skamebis shercheva interieristvis

10. აპარტამენტი პარიზში

ავეჯის განლაგების თვალსაზრისით ,ეს ოთახი სრულყოფილია, მასიური მაგიდა წრის ვენტრშია, რომლიდანაც მზის სხივებივით არის გაშლილი პარკეტის დაფები. გარშემო კლასიკური სკამებია, იდეალურად მისადაგებული ინტერიერთან, რასაც ვერ ვიტყვით მაგიდაზე , რომლის შეცვლა უფრო მსუბუქ ვარიანტზე ცუდი არ იქნებობა

skamebis shercheva interieristvis

Leave a Reply