სამზარეულო 2021

სამზარეულო 2021

სტატიაში ნახავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შოურუმებში წარმოდგენილი სამზარეულოების გათვალისწინებით გამოხატულ ტენდენციებს 2021 წლისთვის .

1. მარმარილო
ამ მასალის გამოყენება ახალი ნამდვილად არ არის , თუმცა წელს მარმარილო უფრო გამოკვეთილი სახით გვხვდება დიზაინერების ნამუშევრებსა თუ შოურუმებში . ზედაპირის შერჩევისას უპირატესობა ისეთ მასალას ენიჭება , რომელსაც გამოკვეთილი ხაზები აქვს , ე.წ. Luxury ავეჯი კვლავ აქტუალური იქნება .

2. ხის ზედაპირები
არც ხის გამოყენებაა დიდი სიახლე , თუმცა 2021 წელს ეს მასალა უფრო აქტუალური ხდება სამზარეულოებში , გამოიყენეთ უფრო ღია ფერის ხე , ვიდრე კაკალი და მუხაა . უპირატესობა ენიჭება თბილ ტონებსა და დახვეწილ ხაზებს .

3. მუქი , დრამატული ფერები
თუ ადრე შავ და ზოგადად მუქ ფერებს აქცენტების სახით იყენებდნენ , წელს მუქი ფერები  უფრო დომინირებენ . შეგიძლიათ სამზარეულოს მუქ კედლებს ასევე მუქი ავეჯი შეუხამოთ , რაც არაჩვეულებრივად გამოიყურება ხის ზედაპირებთან ერთად .

4. ორმაგი კუნძული
გახსნილ , 2021 წელს ორმაგი კუნძულები შემოდის , თუმცა მათი განთავსება უმჯობესია დიდ სივრცეებში , რადგან საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს .

5. უსახელურო სამზარეულო
ეს სიახლე ნამდვილად არ არის , მაგრამ სახელურების გარეშე , მინიმალისტური სამზარეულო 2021 წელს იმაზე მეტად ტრენდულია , ვიდრე როდესმე .

6. კარადა – საკუჭნაო
მათი არსებობა სულ უფრო საჭირო ხდება . კარადა კარგი ორგანაიზერია საკვებისა და სასმელისთვის .

7. ოქროსფერი ზედაპირები
ოქროსფერი ნიჟარა და ონკანი ამ წლის ნამდვილი ტრენდია . მათი შეძენა უფრო და უფრო მეტ ადგილას გახდა შესაძლებელი .

8. შერეული მასალები
კონტრასტები სივრცეებს საინტერესოს ხდის . 2021 წელს , დიზაინერები გვირჩევენ , სამზარეულოში რამდენიმე მასალა გამოვიყენოთ . სპილენძი , ფოლადი , მარმარილო , ხის იატაკი – ეს მიქსი აუცილებლად მოგცემთ მდიდრულ დიზაინს .

სამზარეულო 2021
სამზარეულო 2021
სამზარეულო 2021
სამზარეულო 2021
სამზარეულო 2021

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ