LOQI office
LOQI office
Studio Aisslinger designs LOQI office
Studio Aisslinger – მა შექმნა ადაპტირებადი სამუშაო სივრცე აქსესუარების ბრენდ LOQI – სთვის , სადაც არის ფერადი ფარდები , დასაკეცი ეკრანები , და ‘’ სამუშაო კაფსულები ‘’ .
LOQI – ს ოფისი მდებარეობს ბერლინში , რომელიც ემსახურება ევროპულ შტაბს ამერიკული კომპანიისთვის , რომლებიც აწარმოებს სამგზავრო ჩანთებს მხატვრებთან თანამშრომლობით .

სამუშაო სივრცე შექმნილია კრეატიულობისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად , ასევე პერსონალისთვის უსაფრთხო და დამხმარე გარემოს შესაქმნელად კოვიდ – 19 პანდემიის გათვალისწინებით . ამ ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , სტუდია Aissslinger – მა დაგეგმა სივრცე , როგორც მკაფიო , მაგრამ მოქნილი ზონები , რაც ხელს შეუწყობდა სოლო მუშაობას , ჯგუფურ სემინარებს და სხვადასხვა ღონისძიებებს .

‘’ სამუშაო სივრცე განიხილება , როგორც ცოცხალი ორგნიზმი , რომელიც ადაპტირდება იმისთვის , რომ გუნდი იყოს მოქნილი და ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს , როდის და როგორ იმუშაოს ‘’ . – განმარტა სტუდიამ , რომელსაც ხელმძღვანელობს დიზაინერი Werner Aisslenger – ი . შედეგი არის განსხვავებული სახის საოფისე ფართი – ცოცხალი და ინსპირაციული სამუშაო ლანდშაფტი , რომელიც არღვევს სტანდარტული სამუშაო სივრცეების ნაცრისფერ სქემას ‘’ .

ოფისი მოიცავდა გახსნილ თავისუფალ გეგმარებას , ამიტომ საპროექტო ჯგუფს უნდა მოეძებნა შემოქმედებითი გზები , სივრცეების სწორად დაგეგმარებისთვის .
ტიხრები შეიქმნა მაქსიმალურად ადაპტირებადი , მძიმე ქსოვილის ფარდების და მეტალის ეკრანებისგან . ასევე გამოიყენეს თამამი ფერების სქემა , ასე რომ , გასაგებია , თუ სად მთავრდება ერთი უბანი და სად იწყება მეორე .

იზოლირებულ სამუშაო ადგილებს უზრუნველჰყოფს სტუდიო Aisslinger – ის სამუშაო კაფსულები – დიზანი , რომელიც ადრე შექმნილი იყო 25 საათიანი სასტუმროებისთვის . ეს კაფსულები განცალკევების საშუალებას იძლევა , ისე რომ მთლიანად არ მოწყდე სამუშაო გარემოს . ასევე შემოთავაზებულია სხვადასხვა სახის სამუშაო ადგილები , მათ შორის დიდი მაგიდები ინტეგრირებული განათების საშუალებით .

შეხვედრის ადგილები განლაგებულია სივრცის ცენტრში და შემოსაზღვრულია ფარდით . ამ სივრცეებში გამოირჩევა ფუმფულა ხალიჩები , რომლებიც არამარტო განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს , არამედ კარგი აკუსტიკის შექმნასაც უწყობს ხელს . ეს სივრცეები მოწყობილია სტუდია Aisslinger – ის მიერ შექმნილი ობიექტებით , მათ შორის Aspen – ის განათებით .

სტუდიო Aisslinger – ი ამ დიზაინის საშუალებით ხაზს უსვამს სამუშაო ადგილის მოქნილობის აუცილებლობას . რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს განმარტოვდნენ , როცა ეს სჭირდებათ , და ასევე იყვნენ ერთად . მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა , რომლითაც ადამიანები იქნებოდნენ ამაყები , რომ მუშაობენ ესეთ გარემოში .

‘’ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ახალი ოფისები ნაკლებად უსვამს ხაზს თანამშრომლობის სფეროებს , ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი სივრცეები ურთიერთქმედების ან იდეების შექმნისა და თანამშრომლობისთვის ‘’ – დაამატა დიზაინერმა .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ