იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

სამუშაო სივრცე საძინებელში

სამუშაო სივრცე საძინებელში

სახლის ოფისის საძინებელში მოწყობა ძალიან კომფორტულია და ამის გაკეთება არც ისე რთულია  და ამაში სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები და განხილული შემთხვევები დაგარწმუნებთ .

1. სამუშაო სივრცე ფანჯარასთან
სამუშაო მაგიდის ფანჯრის წინ განთავსება საუკეთესო გადაწყვეტილებაა . მუშაობისას მნიშვნელოვანი ფაქტორი განათებაა , ამ შემთხვევაში კი თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით დღის შუქით .

სამუშაო სივრცე საძინებელში

2. სამუშაო სივრცე ტელევიზორის ტუმბოს გვერდით
საკმაოდ ხშირი გადაწყვეტილებაა დიზაინერების ნამუშევრებში , შეიძლება ითქვას , ერგონომიკული და ფუნქციური თვალსაზრისით , ერთ-ერთი ყველაზე გამართულიც კი.

სამუშაო სივრცე საძინებელში


3. სამუშაო სივრცე საწოლის ქვეშ
არასტანდარტულ საძინებლებში , სადაც სივრცე არ არის საკმარისი , სამუშაო ზონის მოწყობა საწოლის ქვეშ შეიძლება , ეს გადაწყვეტილება ასევე კარგად მუშაობს ბავშვის საძინებელში .

სამუშაო სივრცე საძინებელში


4.  სამუშაო ადგილი , როგორც ავეჯის ჯგუფის გაგრძელება
სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს კარადის ნაწილი . გაიმეორეთ იგივე ფერები და ფაქტურები , ასე მაგიდა გახდება კარადის გაგრძელება .

სამუშაო სივრცე საძინებელში


5. სამუშაო სივრცე და მაკიაჟის მაგიდა
ამ შემთხვევაში ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერთ და ოთახში გექნებათ სივრცე 2 ფუნქციით . ასეთ გადაწყვეტილებებს დიზაინერებიც ხშირად იღებენ , განსაკუთრებთ წყვილის საძინებლებში .

სამუშაო სივრცე საძინებელში



6. სამუშაო მაგიდა საწოლის გვერდით
საწოლის ტუმბოს გვერდით სამუშაო სივრცის მოსაწყობად საკმაოდ კარგი ადგილია და პროექტებშიც ხშირად შეხვდებით მსგავს გადაწყვეტილებებს

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ