ერთოთახიანი ბინა
ერთოთახიანი ბინა
როგორ გავხადოთ პატარა ერთოთახიანი ბინა მოსახერხებელი
როდესაც სივრცეში შეზღუდული ვართ , გვიწევს რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული სანტიმეტრი და მოვიფიქროთ ორიგინალური გადაყვეტილებები . სტატიაში გაეცნობით რჩევებს დიზაინერებისგან .
1, გათავისუფლდით ტიხრებისგან
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პატარა ზომის აპარტამენტში სწორედ არასაჭირო ტიხრების მოშორებაა . თუმცა არ უნდა დაივიწყოთ , რომ ყველა კედლის მოშლა კატეგორიულად არ შეიძლება . ზონირება კი ავეჯით , იატაკით ან პატარა ზომის დეკორატიული ტიხრებითა თუ თაროების სისტემით შეგიძლიათ .
2. ზონირება
ზონირება მნიშვნელოვანია თქვენს სახლში კომფორტის შესაქმნელად , სამზარეულო , სასადილო და მოსასვენებელი სივრცის მოწყობა პატარა სივრცეშიც შესაძლებელია . პირველი რჩევიდან გამომდინარე , კედლების ნაცვლად , ზონების გამოსაყოფად იატაკის მოსაპირკეთებელი მასალებით შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო მოსასვენებელი სივრცისგან .
3. ფუნქციონალური ავეჯი
როდესაც ყოველი სანტიმეტრი ასათვისებელია , ერთ პატარა სივრცეში დიდ კარადას , კომოდს , კონსოლს , ტუმბოს და სხვა ავეჯს ერთად ვერ დაატეტ . ამიტომაც , უმჯობესი იქნება , თუ ერთ ავეჯს ორი ან მეტი ფუნქცია ექნება . ასეთი ავეჯი შეგიძლიათ შეკვეთით დაამზადებინოთ , რათა მოერგოს თქვენს სივრცეს და ისევ და ისევ ბოლომდე იყოს სივრცე ათვისებული . დივანი შეიძლება ტრანსფორმირდეს საწოლად , კონსოლი სასადილო მაგიდად . კიბე – თაროებად და ა.შ.
4. არ დაივიწყოთ დეკორი
იმ შემთხვევაშიც კი , თუ თქვენი ბინა პატარაა , არ ღირს უარი თქვათ დეკორატიულ ელემენტებზე – ქსოვილებზე , აქსესუარებზე ან მცენარეებზე , ჩამოთვლილი დეტალები სახლს სიმყუდროვეს და კომფორტს სძენს . მცენარეების გამოყენება შეგიძლიათ სააბაზანოშიც კი , ადგილის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ვერტიკალური გამწვანება , შეგიძლიათ მათი დაკიდებული ფორმით გამოყენებაც .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ