ფანჯრის რაფები
ფანჯრის რაფები
როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფები.
სტატიაში რამდენიმე რჩევას გაეცნობით , თუ როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფები სივრცის დასაზოგად და მივცეთ მათ ფუნქციური დატვირთვა .
1. ბარის მაგიდა
ფანჯრის რაფას თუ 20 სანტიმეტრს მაინც დაუმატებთ , თქვენ მიიღებთ არაჩვეულებრივ ბარის მაგიდას სამზარეულოში . ეს გადაწყვეტილება პატარა სამზარეულოს მფლობელებს განსაკუთრებით დაგეხმარებათ მცირე სასადილო სივრცის მოწყობაში . ბარის მაგიდის რეალური სიმაღლეც ხშირ შემთხვევაში სწორედ სტანდარტული ფანჯრის რაფის სიმაღლეს ემთხვევა .
2. კაბინეტი
სამუშაო სივრცე თითქმის ყველას სჭირდება , თუმცა მცირე ფართის შემთხვევაში , შესაძლოა , თქვენ ვერ მოახერხეთ მისი მოწყობა . ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ თქვენი ფანჯრის რაფა პატარა სამუშაო მაგიდად აქციოთ .
3. სამზარეულოს ზედაპირი
ფანჯრის რაფა , როგორც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი – ეს გადაწყვეტილება გამოგადგებათ იმ შემთხვევაში , თუ ფანჯრის რაფის სიმაღლე 80-100 სმ-ია , რადგან სწორედ ამ სიმაღლისაა სტანდარტული სამზარეულოს ტოპი .
4. ბენჩი
ფანჯრის რაფა თუ არ არის ძალიან მაღალი , თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება ბენჩად . სასიამოვნო ხედები კიდევ ერთი მიზეზია ამ იდეის განსახორციელებლად .
5. მცირე ბიბლიოთეკა
მინი-ბიბლიოთეკა ფანჯრის რაფის ქვეშ ძალიან კომფორტული გადაწყვეტილებაა კითხვის მოყვარულთათვის . ასე თქვენ ორი კურდღლის დაჭერას შეძლებთ : მოსასვენებელი ზონისა და სათავსოს გაკეთებას .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ