2021 წლის ტრენდები
2021 წლის ტრენდები
2021 : ტრენდები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან
ვნახოთ , რას გვთავაზობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები 2021-ში .
საფრანგეთი : მოლურჯო მწვანე გამა
რბილი , პასტელური ფერები ( ბაცი ვარდისფერი და ბეჟი ) და მუქი მწვანე , ლურჯი , ან მოლურჯო მწვანე ერთ სივრცეში ბოლო რამდენიმე წლებია ცდილობს თავის დამკვიდრებას . მოდასა და დიზაინში ტენდენციების შემომტანი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა სწორედ ამ ფერთა შეხამებას გვთავაზობს სამზარეულოსა და აბაზანაში .

საფრანგეთი : მომრგვალებული დაბოლოებები და ფორმები
ისევ და ისევ საფრანგეთი ამჯერად 2021 წლის ერთ-ერთ აქტუალურ სიახლედ მრგვალი ფორმის დაბოლოებებს გვისახელებენ როგორც ინტერიერში , ასევე ექსტერიერსა და ავეჯის დიზაინშიც .

ავსტრალია , ესპანეთი : ანტიბაქტერიული მასალები / ლატუნი
ამ ორი ქვეყნის დიზაინერები 2020 წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფრო სუფთა , ეკოლოგიურ და ანტიბაქტერულ მასალებს გვირჩევენ . მათ შორის , გამორჩეულად – ლატუნს . სასურველია ინტერიერში არსებული მეტალის ელემენტები , სახელურებისა და შემრევების ჩათვლით , ამ მასალისგან იყოს დამზადებული .

ესპანეთი : გამწვანება ოთახში
ნაცვლად იმისა , რომ მცენარეები მთელს სახლში მიმოვფანტოთ , 2021 წელს , ესპანელი დიზაინერები გვირჩევენ , რომ მათ ერთ კონკრეტულ ოთახში მოვუყაროთ თავი და შევიქმნათ პატარა ოაზისი .

აშშ : ფონი Zoom – ისთვის
სულ რაღაც 1 წლის წინ ისეთი ინტერიერები იყო მოდური , რომლებიც კარგად გამოიყურებოდა ინსტაგრამისთვის . პანდემიის ფონზე კი ეს სოციალური ქსელი zoom – მა ჩაანაცვლა და მნიშვნელოვანი გახდა , თუ როგორ გამოიყურება თქვენი ფონი ამ პლატფორმაზე . ამისათვის მნიშვნელოვანია კარგი განათება , საინტერესო გარემო , რომლის შექმნაც წიგნების თაროებით ან სხვადასხვა ხლეოვნების ნიმუშებით , ასევე მცენარეებით შეგიძლიათ .
დანია : ავეჯი პატარა ზომის აპარტამენტისთვის

მეგაპოლისების ახალ შენობებში , აპარტმანეტების ზომები სულ უფრო მცირდება . ეს ტრენდი კი ფუნქციონალურ ავეჯსა და ინტერიერის მოწყობას მოითხოვს , ეს კი სწორედ ისაა , რაც სკანდინავიაში უყვართ .
გერმანია , ესპანეთი : მეტი დეკორი სააბაზანოში
გასულ წელს მოდური იყო ღია ფერის , მონოქრომული აბაზანები , თუმცა , წელს უპირატესობა უფრო მდიდრულ დეკორაციებსა და ფილებს ენიჭება .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ