იდეები ინტერიერის მოსაწყობათ

ფენ შუი

ფენ შუი

ფენ შუის ინტერიერში გამოყენების 7 მარტივი გზა

ფენ შუი – ანტიკური ჩინური  ფილოსოფიური სისტემაა  და გვასწავლის ბუნებრივი ენერგიების ბალანსს და მათ გამოყენებას მეცნიერული კალკულაციების დახმარებით . ფენ შუის მიზანია მიიზიდოს დადებითი ენერგია – ჩი თქვენს სახლებში , ასე თქვენი ცხოვრება უფრო ბალანსირებული და ენერგიული გახდება . იმის გამო , რომ გამოთვლები ინდივიდუალურია და თქვენს სივრცეზეა დამოკიდებული , სტატიაში მარტივ და საბაზისო წესებს შემოგთავაზებთ იმისათვის , რომ თქვენი სახლი უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახდეს ფენ შუის დახმარებით .

ფენ შუი

გადაამოწმეთ თქვენი დომინანტი პოზიციები

ფენ შუიში , ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი პოზიციებს  ემყარება . მაგალითად , ეს არის თქვენს სახლში ავეჯის მნიშნელოვანი ნაწილების განლაგება : საწოლი ( ის წარმოგაჩენთ თქვენ) , სამუშაო მაგიდა ( ეს წარმოაჩენს თქვენს კარიერას ) , ღუმელი ( ეს წარმოაჩენს თქვენს სიმდიდრეს ) . თქვენ შეიძლება არ შეგეძლოთ ღუმელის გადაადგილება , მაგრამ შეძლებთ ადგილი შეუცვალოთ საწოლსა და სამუშაო მაგიდას . საწოლისა და მაგიდის პოზიციის შერჩევისას , მთავარია , ხედავდეთ კარს . ამ ორი ზონის გამოყენებისას თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ ზურგით მოტრიალება . კარი აუცილებლად უნდა იყოს თვალთახედვის არეში . ამ განლაგების მთელი იდეა ის არის , რომ თქვენ მარტივად მიიღოთ კარიდან შემოსული პოზიტიური ენერგიები .


ვერტიკალური ფორმები

დიზაინერები გირჩევენ , რომ  ვერტიკალური ფორმები და ხაზები შეიტანოთ თქვენს სივრცეში , რაც ზრდის და განვითარების სიმბოლოა . ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იატაკიდან ჭერამდე თაროები , მაღალი მცენარეები , გრძელი ფორმის სანათები . ჭერიდან დაშვებული ფარდები და ნებისმიერი დიზაინერული ხრიკი , რაც ასევე ჭერის სიმაღლის ვიზუალურად გაზრდაშიც დაგეხმარებათ .



შეინარჩუნეთ სუფთა ფორმები და ხაზები

არეულობა ინტერიერში ნამდვილად არ დაგეხმარებათ მენტალურ სიმშვიდეში . დატოვეთ თქვენი ინტერიერის დიზაინის სქემა მარტო და არ დატვირთოთ სხვადასხვა დამატებებით . ფენ შუის მიხედვით , ძალიან ბევრი ნივთი ინტერიერში იმ ადგილს იკავებს , რაც დადებით ენერგიებს სჭირდებათ . გირჩევთ , ყოველდღე დაალაგოთ თქვენი სამუშაო ადგილი . ეს მხოლოდ სიმშვიდეს კი არ მოგგვრით , არამედ შექმნის წესრიგს თქვენს სახლში . ასევე , თქვენ მიიღებთ ყოველდღიურ მოწესრიგებულ სტარტს , რაც თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის .



გაათავისუფლეთ შესასვლელი ზედმეტი ნივთებისგან

სახლის ჰოლი პირველია , რასაც თქვენ და თქვენი სტუმრები ხედავთ , სწორედ ამიტომ , მნიშვნელოვანია , ამ სივრცის დადებითი ენერგიით ავსება . ფენ შუიში , თქვენი შესასვლელი წარმოაჩენს იმ ენერგიას , რომელიც პირველი შედის თქვენს სახლსა და ცხოვრებაში . თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი . დეკორაციების სახით შეგიძლიათ მცენარეების და ნახატების გამოყენება . ფენ შუიში ძალიან მნიშვნელოვანია , რომ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს . ამიტომ ეცადეთ , რომ თქვენს ქოლგებს , ქურთუკებსა და ფეხსაცმელებს ადგილი გამოუნახოთ კარადაში .
მოიშორეთ წინაღობები

დაფიქრდით თქვენს სახლზე და უპასუხეთ კითხვას : შეძლებთ სხვადასხვა წინაღობის გარეშე გაიაროთ სახლის ერთი ბოლოდან მეორემდე ? თუ თქვენ ამის გაკეთებისას სხვადასხვა დაბრკოლებებს აღმოაჩენთ , ფენ შუი გირჩევთ , რომ ავეჯი გადააადგილოთ . ფენ შუიში მნიშვნელოვანია , რომ თქვენ არ გჭირდებოდეთ დიდი ძალისხმევა მარტივი მოქმედებებისას .



მცენარეები

მცენარეები ცხოვრებაში ენერგიას , სისუფთავეს და სიახლეს ქმნიან . ინტერიერში , დახურულ სივრცეში , სადაც ბუნებას გარკვეულწილად მოწყვეტილი ვართ , ძალიან მნიშვნელოვანია , სიმწვანის შემოტანა და დიზაინის გახალისება , განსაკუთრებით ბოლო პერიოდში , როცა იზოლაცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა .
ლითონი

ჩინური კალენდრის მიხედვით , ვირთხის წელია , ელემენტი კი – ლითონი . მეტალის ელემენტები აუცილებლად მოუხდება თქვენს სუფთა და მინიმალისტურ ინტერიერს . შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის სკულპტურები , თასები , ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ნივთები .

ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი
ფენ შუი

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ