ფერებით თამაში
ფერებით თამაში
ფერებით თამაში პატარა სივრცეებში
36 კვ.მ. აპარტამენტის ინტერიერი იქ მცოხვრები ოჯახის ბუნებისადმი სიყვარულის შთაგონებით შეიქმნა . ახალგაზრდა ოჯახს უყვარს თავიანთი დაკავებული ცხოვრებისგან შესვენება ქალაქგარეთ . ამისათვის მწვანე ფერთა გამა ხის დეტალებთან ერთად არაჩვეულებრივად ქმნის ასეთ განწყობას . ბუნებრივი ხალიჩა და კრემისფერი დივანი პატარა სივრცეს უნარჩუნებენ სინათლესა და სიმყუდროვეს .
ელექტრო პიანინო და კედლის შავი სანათი ყოფს მოსასვენებელ და საძინებელ ზონებს . ორი სივრცის კიდე უფრო იზოლირებისათვის მათ შორის ფარდაა .
მწვანე და ატმისფერი ფერებია გამოყენებული სამზარეულოში , რომელსაც მდიდრულს თეთრი მარმარილოს ზედაპირი და შავი აქცენტები ხდის .
საძინებელში მწვანე და ატმისფერი ფერების საოცრად მყუდრო და ლამაზ კომბინაციას ნახავთ . აპარტამენტის მცირე ზომიდან გამომდინარე ავეჯი ფუნქციონალურია და მაქსიმალურადაა გათვლისი სივრცის დაზოგვაზე .
აბაზანაში მინიმალური ფერებია გამოყენებული . თეთრი ფონი და შავი წვრილი ხაზები ელეგანტურად და საინტერესოდ გამოიყურება , თუმცა სახლში გამოყენებული მთავარი ფერი – მწვანე აქაც შემოდის პასტელურ ტონებში , რაც აბაზანას კონცეპტუალურად უკავშირებს სხვა სივრცეებს .
მეორე აპარტამენტი უკრაინაში , კიევში მდებარეობს . მიუხედავად იმისა , რომ ეს საცხოვრებელიც 40 კვ.მ.-ზე ნაკლებია , დიდი ფანჯრების გამო სივრცე ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს და სახლიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათებით . ინტერიერში ბეჯი , მწვანე , ატმისფერი , ყავისფერი ტონებია . საძინებელი და საერთო სივრცე დიდი ვიტრაჟული ტიხრით არის გამოყოფილი . შავი დეტალები ხის ნატურალურ ფერებს ძალიან უხდება და ხასიათს სძენს დიზაინს . კედლების ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი , რაც ვიზუალურად უფრო ზრდის სივრცეს , თუმცა საინტერესო ატმისფერი შპალერები ახალისებს ამ ყველაფერს . ასევე თვალშისაცემია სამზარეულოს სპილენძის ფართუკი .
აბაზანა პასტელური ცისფერია და მის ფონზე შავ-თეთრი დეტალები საინტერესოდ გამოიყურება .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ