Lift Treetop Boutique Hotel
Lift Treetop Boutique Hotel – სასტუმრო ხეზე , რომელიც ალექსის დორნიერმა დააპროექტა , ინდონეზიაში , პენესტანანში მდებარებს .
სასტუმრო პატარა კოტეჯებადაა დაყოფილი და ისინი საკმაოდ მაღალ ხეებზეა აშენებული . მშნენებლობა სწრაფი და ბიუჯეტური აღმოჩნდა .
ამ მიწაზე , ხშირ შემთხვევაში , დეველოპერები ბეტონის დიდ რაოდენობას იყენებენ და მასშტაბურ შენობებს აშენებენ . სწორედ ამისგან განსხვავებული პროექტის შემქნა იყო არქიტექტორის მიზანი .
სასტუმროში ყველა პირობაა იმისათვის , რომ ადამიანებმა საკმაოდ მაღალი დონის დასვენება მოიწყონ . აქ განთავსებულია საუნა , აუზი , ბარი , დასასვენებელი სივრცეები და მცირე რეკრეაციული ზონებიც .
თითოეული ქოხის ექსტერიერი და ინტერიერი განსხვავებულია .
ინტერიერის დიზაინი ეთნიკურ და თანამედროვე სტილების გაერთიანებაა .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძე