ბეჟი ინტერიერი
როგორ გავხადოთ ბეჟი ინტერიერი უფრო საინტერესო
დიზაინერმა მარია ნიჩიპორენკომ ინტერიერის ნეიტრალურ ბეჟ ფერებს დაუმატა აქცენტები და საინტერესო ფაქტურები , რათა გაეცოცხლებინა გარემო .
ამ საცხოვრებელში ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს , რომლებსაც სურდათ ფუნქციონალური ინტერიერი , თუმცა ისინი ვერ თანხმდებოდნენ ინტერიერის სტილებზე და ვერ აკეთებდნენ არჩევანს ლოფტსა და ნათელ თანამედროვე დიზაინებს შორის .
დიზაინერმა ეს ორი სტილი გააერთიანი . განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორი და მოსახერხებელი დაგეგმარება .
იმისათვის , რომ სახლი არ გადატვირთულიყო ბევრი ფაქტურითა და ფერით , საბაზისო მასალები და ელფერები მთელს ინტერიერში მეორდება . გამოყენებულია კლინკერის ფილები დეკორატიური აგურის კედლისთვის .
სამზარეულოს ავეჯი თბილ ტონებშია , გამოყენებულია ორი ფერი 0 საშუალო სიმუქის ხის ფაქტურა და ღია ბეჟი ფერი .
საერთო ოთახის გასახალისებლად კონტრასტული ლაჟვარდისფერი დივანია გამოყენებული , რაც ბეჟი ფერის სიუხვეს ანეიტრალებს .
საძინებელი ოთახი უფრო ნათელია , საწოლის კედელზე გამოყენებულია ხის ვიწრო პანელები რომლებიც კედლის ფერშია შეღებილი . ასე კედელი არც გადატვირთულია და არც უბრალო .
დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი სურვილიც დაკმაყოფილებულია და სარკიანი კარებით ოთახისგან გამოყოფილია არც ისე მცირე ზომის გარდერობი .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ