Room Design

თბილისში ახლად გახსნილი კონცეპტუალური სტილის შოურუმის”რუმ დიზაინის” ინტერიერი არქიტექტორ ნინო მანჯავიძის პროექტით შეიქმნა. მოცემულ სივრცეში (რომელიც, თავდაპირველად, საცხოვრებელი სახლის პირველ და უსახურ სარდაფს წარმოადგენდა) მაღალი ხარისხის ბრენდების წარმოჩენისას შესაბამისი დადებითი გასწყობის შესაქმნელად, პროფესიონალიზმზე დაყრდნობით, მკაფიო არქიტექტორული გრაფიკით, ფურნიტურის ფორმა-მოცულობების ორიგინალური მონაცვლეობით და ფერითი კონტრასტებით, თანამედროვე ინტერიერი შეიქმნა. მისი სტილი ისევე როგორც თავად ბრენდული კოლექციები თავისუფალია. საზოგადოებრივ სივრცეში მოულოდნელ დიზაინერულ შტრიხებს, სიმსუბუქე შეაქვთ მოსახერხებელ გეგმარებას ქმნიან. სტილისტურ მთლიანობაში, თითოეული მონაკვეთის ინდივიდუალურობა და ფუნქციურობა თავისებურად იკვეთება, მათი კონტრასტულობა ინტერიერში უწონადობის შეგრძნებას ბადებს.თავისუფალი ატმოსფეროს შექმნის იდეას სივრცის ყოველი ელემენტი ექვემდებარება. კონსტრუქციული თუ დეკორატიოლი დეტალების ერთობლიობა ინრერიერს ვიზუალურად ზრდის, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მასში მუდმივად ცვალებადი პროდუქციის არაორდინალურობას, ფერთა სიღრმეს და ინტენსიობას.  განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შოურუმის ფასადი,რომელიც თავისი დახვეწილი არქიყექტონიკით სრულიად “უხილავს” ქმნის არსებულ ფონს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დამოუკიდებლად მდგარ შენობაში შედიხარ. ავტორის ძალისხმევით, ” რუმ დიზაინში” აუცილებელუ სიმყუდროვე და კომფორტი შეიქმნა. მისი დიზაინი დახვეწილი გემოვნების და შესაბამისი ინტელექტუალურ-ურბანული მდგომარეობის ბუნებრივი ხორცშესხმაა.

Untitled-31 Untitled-30

Untitled-28 Untitled-26

Untitled-24 Untitled-22

 

Leave a Reply