ლანდშაპტის დიზაინი აგარაკის ეზოსთვის
ლანდშაპტის დიზაინი აგარაკის ეზოსთვის
ლანდშაპტის დიზაინი აგარაკზე , არის მნიშვნელოვანი ელემენტი , ლამაზი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნისას . სანამ გადაწყვიტავთ , თუ რა გჭირდებათ კონკრეტულად , აუცილებელია შექმნათ გეგმა , სადაც იქნება მთლიანი ეზო დაყოფილი ზონებათ . აგრეთვე უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი , რადგან მის გარეშე ეზოს ლანდშაპტის დიზაინის კეთებას თქვენი ხელებით დიდხანს მოუნდებით , თქვენ არ გეყოფათ სახსრები ხან ერთ რამეზე და ხან მეორეზე .
როდესაც ჩამოყალიბდებით იმაში თუ რა გჭირდებათ , შეგიძლიათ დაიწყოთ გეგმარება . ამისთვის უნდა შექმნათ გეგმა და თვითოეულ ზონას მიამაგროთ დიზაინის ელემენტი ან რამოდენიმე ელემენტის შერწყმა . ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე , ფინანსურ შესაძლებლობაზე და აგრეთვე თუ რამდენად ხელი მიგიწვდებათ მასალებსა და გამწვანებაზე .
აგარაკის ეზოს ლანდშაფტი , ისევე როგორც მთლიანად ლანდშაპტის დიზაინი – ეს არის უფრო მეტი , ვიდრე უბრალოთ – გამწვანება და კეთილმოწყობა . ბაღის შექმნა წარმოადგენს ნამდვილ ხელოვნებას , რომელსაც აქვს ათასწლეული ისტორია . იცვლება მოდა , იცვლება სტილიც კი და ბაღი კი რჩება .
განსხვავებით მეხილეობისა და მებაღეობისგან , რომელთა ძირითადი მიზანს აქვს უფრო სამეურნეო დანიშნულება , ლანდშაპტის დიზაინი – უნივერსალური დისწიპლინაა .
წყლის ნაგებობები
წყლის აუზები და ტპები დიზაინში იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს და სარგებლობენ განსაკუთრებული პოპულარობით , როგორც დამკვეთებში , ასევეე თვითონ ლანდშაპტის დიზაინერებში . ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ იმაში , თუ რა გსურთ მიიღოთ წყლის აუზისგან . მაგალითად , იდეა აგარაკის ლანდშაპტის დიზაინისა წყლის აუზით , შეიძლება ატარებდეს როგორც პრაქტიკულ , ასევე ესთეტიურ ხასიათს . ანუ , თქვენ შეიძლება გამოიყენოთ აუზის წყალი ნაკვეთის მოსარწყავათ ან შექმნათ ხელოვნური ტბა , რომელიც უბრალოდ გაახარებს თქვენს თვალს .
აუზის შერჩევა , საჭირო მასალები , მოთხოვნები , ხელოვნური ტბის საკუთარი ხელებით შექმნა , საჭირო სპეციალიზირებული ხელსაწყოების შეძენა , სხვადასხვა მცენარეები – ეს არის ყველაფერი , რაზეც თქვენ უნდა იზრუნოთ , ამდაგვარი პროექტის შექმნისას .
აგარაკის ეზოს ლანდშაპტის დიზაინი არ შემოიფარგლება მხოლოდ მტკნარი წლის აუზით , დიზაინში შეიძლება გამოყენებულ იქნაას აგრეთვე :
მცენარეები და ყვავილები
ყვავილების გამოყვანა თქვენს აგარაკზე , ყოველთვის მოითხოვს თქვენგან რაღაც დროს , აგრეთვე ფინანსურ დანახარჯს . მითუმეტეს მაშინ როდესაც გაქვთ განსაკუთრებული სურვილი – აგარაკის ეზოს გალამაზების .
დღევანდელი დღისთვის არსებობს უამრავი სახეობის მცენარე , აგრეთვე დიზაინერული გადაწყვეტის ტიპები , რომლების შეიძება იყოს გამოყენებული აგარაკის ნაკვეთში . ეს შეიძლება იყოს როგორც კლასიკური ვარიანტი , როგორიც არის ალპების მთების სტილი , ასევე თანამედროვე ან შერეული . ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია მთლიან დიზაინ პროექტზე .
ბილიკები
ლანდშაპტი აგარაკის ეზოში , აუცილებლად მოიცავს ბილიკების ორგანიზებას . ასეთი თითქოს და ერთი შეხედვით მარტივი დეტალით , თქვენ შეძლებთ შექმნათ ნამდვილად უნიკალური გადაწყვეტილება , რომელსაც არ ექნება ანალოგი . აგარაკის ეზოს უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის ბილიკები , რომლებსაც მივყავართ ბესეტკამდე , ალპინარიუმდე ან მანქანის სადგომამდე . ანუ ბილიკიებს არ აქვთ მხოლოდ ესთეტიური ხასიათი , არამედ პრაკტიკულიც , რადგან თქვენ მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ისინი . ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კარგად დაიგეგმოს ბილიკების მიმართულებები .
ნაგებობები
ნაგებობები ეზოში დაგეხმარებათ დასასვენებელი და გასართობი ზონების შექმნაში . ესეთი ნაგებობები ხშირად გამოიყენება ლანდშაპტის დიზაინში , თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი მაქსიმალურად პრაქტიკული ხასიათის უნდა იყოს.
ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს ნაგებობები :
- ბესეტკა
- მცირე სამზარეულო
- სათავსი ინსტრუმენტების შესანახათ
- საბავსო მოედანი და მრავალი სხვა
დეკორატიული ელემენტები
ეს ელემენტები ლაპარაკობენ თვითონ თავის თავზე . ისინი გამოიყენება რათქმაუნდა იმისთვის , რომ აგარაკის ნაკვეთს შესძინონ უნიკალურობა . დღეს დღეობით აგარ არის რეკომენდირებული გნომებისა და ცხოველების ფიგურების გამოყენება , რადგან ეს უფრო მეტატ გემოვნების არ ქონას უსმევს ხაზს , ვიდრე ორიგინალობის .
ეზოს გაფორმება შეგიძლიათ ისეთი ელემენტებით , როგორიცაა :
- ყვავილის ქოთნები
- განათებები
- დეკორატიული შადრევნები
- პათიო
- ქანდაკებები და მრავალი სხვ
გთავაზობთ ლანდშაფტის დიზაინის რამოდენიმე ლამაზ მაგალითს