როგორ შევქმნათ იდეალური სახლის პროექტი

როგორ შევქმნათ იდეალური სახლის პროექტი

 

პროექტირების დაწყების პირველ სტადიაში არქიტექტორი აუცილებლათ მიდის იმ მიწის ნაკვეთზე , რომელზეც უნდა მოხდეს სახლის პროექტირება , იმისთვის რომ შეიგრძნოს თუ როგორ გავლენას ახდენს გარემო ელემენტები ამ ნაკვეთზე .

interieris dizaini

individualuri saxlis proeqtireba

 

სახლის პროექტირების მთელი პროცესი – ეს არის ხანგძლივი გადაწყვეტილებების ჯაჭვი , რომლებიც აუცილებელია მივიღოთ : იდეის მოფიქრებიდან ფასადის მასალებით მოპირკეთებამდე . ამიტომ საწყის სტადიაზე , მნიშვნელოვანია დავსახოთ მიზანი და პროექტის მოთხოვნები . პროექტირების დროს ისინი იქნებიან ორიენტირები .   გამოვყოთ რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი :

 

დრო 

მნიშვნელოვანია სახლის ხარისხიანად რეალიზება , რომელზეც დაიხარჯება ოპტიმალური დროის რაოდენობა  ( ევროპულ გამოცდილებაზე ორიენტირებით , ლაპარაკია რვიდან – ათ თვემდე , დაწყებული სახლის შენებიდან დასრულებამდე ) . ამიტომ საჭიროა პროექტში ჩავდოთ მარტივი მოდულური კონსტრუქტიული სისტემა , აგრეთვე გამოვიყენოთ თანამედროვე , მზა ელემენტები ,  სახლის ასაშენებლათ .

individualuri saxlis proeqtireba

ბიუჯეტი

აუცილებელია მოვამზადოთ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა , მის რეალიზებამდე . ამისთვის საჭიროა პოტენციურ შემსრულებლებს მივაწოდოთ  დეტალური პროექტი , რომელიც გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და არ შეაფერხებს სახლის რეალიზებას .

ენერგოეფექტურობა

სახლში აუცილებელია კომფორტული მიკრო კლიმატი მთელი წლის განმავლობაში , ამასთან ერთად მისი ექსპლუატაცია უნდა იყოს ეკონომიური . ამიტომ უნდა შევარჩიოთ ” თბილი ” დამცავი კუნსტრუქციები და ალტერნატიული ენერგიის წყაროები .

ესთეტიკა 

მკაცრი , ლაკონური ფორმა , ორგანულად ურთიერთმოქმედებს გარშემო მყოფ ლანდშაპთან . ინტერიერი ჰარმონიული , როდესაც შესრულებულია ნატურალური მასალებით და მისი დიდი ნაწილი შუშით არის შემინული .

რამოდენიმე რჩევა :

ინდივირუალური სახლის პროექტირება იძლევა თავისუფალი არჩევანსი შესაძლებლობას : როგორი ფანჯრებით შევხვდეთ განთიადს , როგორ ფანჯარაში ვუყუროთ მზის ჩასვლას , შევერწყათ გარემოს , ვიზუალურად გავაქროთ საზღვრები თუ პირიქით გამოვეყოთ მას . დასუსვით შეკითხვა საკუთარ თავს , განიხილეთ ასობით ვარიანტი . მიიღეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები . თქვენ უნდა შექმნათ სახლის რომელიც არასდროს არსებობდა , რაც ნიშნავს იმას რომ ეს არის კვლევის და ხელოვნების ტანდემი .

 

Comments

comments