როგორ გავაკრათ შპალერი ?
როგორ გავაკრათ შპალერი ?
შპალერი კედლის მოპირკეთების ერთ ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა . შედარებით სწრაფად ხდება გაკვრა , უსაფრთხო და ეკოლოგიურია და აგრეთვე შესაძლებლობა გეძლევათ გააკრათ თქვენი ხელით – ეს სულაც არ არის შპალერის უპირატესობების სრული ჩამონათვალი . შპალერის ანალოგებს არ აქვთ ისეთივე ფართო არჩევანი როგორიც მას . მრავალფეროვანმა არჩევანმა შეიძლება ადვილად დაგაბნიოთ . როგორ განვსაზღვროთ , როგორი მატერიალი გვესაჭიროება ? და როგორ გავაკრათ შპალერი კედელზე ?
შპალერების ძირითადი ტიპები
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მასალა , შპალერები დროთა განმავლობაში შეიცვალა , დღეს მასში უკვე მეცნიერების და დიზაინერების მიღწევებია გამოყენებული . შპალერის მოდელები დროთა განმავლობაში განსხვავდებიან წინამორბედებისგან , თუმცა ზოგიერთი ხარვეზი დღესაც გამოუსწორებელი დარჩა . იმისთვის რომ არ შევცდეთ არჩევანში , ყურადღებით უნდა გავეცნოთ შპალერის ტიპებს .
ქაღალდის შპალერი
მარტივი და იაფი – ეს არის მთავარი განსხვავება ყველა დანარჩენი ტიპის შპალერისგან . ყველაზე ბიუჯეტური , მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ლამაზი . ქაღალდის შპალერი ფასობს მისი ეკოლოგიურობის გამო , ესეთი კედლის მოპირკეთება იდეალურია ბავშვის ოთახისა და საძინებლი ოთახებისთვის . ძირითადი მინუსი ქაღალდის – არის ნესტმედეგობის არქონა . შეუძლებელია ქაღალდის შპალერის ზედაპირიდან ლაქების მოშორებაც . ესეთი ტიპის შპლერი მალე კარგავს ვიზუალურ სილამაზეს , იწვება მზის შუქზე . მათი გაკვრა არც ისე რთულია .
ვინილის შპალერი
ამ ტიპის შპალერი იმსახურებს განსაკუთრებით ყურადღებას , რადგან გამოირჩევა მაღალი სიმყარის მაჩვენებელით . ვინილის შპალერი თამამად შეგიძლიათ გაწმინდოთ ნოტიო ნაჭრით , მისი გამოყენება შეიძლება მაღალი ნესტიანობის მქონე ინტერიერში . ერთადერთი ნაკლი – სისქე , რომელიც ართულებს გაკვრას .
ფლიზელინის შპალერი
თანამედროვე და მოსახერხებელი შპალერი , რომელიც იდეალურია როდესაც რემონტს აკეთებთ თქვენთვითონ . ფლიზელინის საწყისზე , არ არის აუცილებელი წებოს დატანა , რაც მნიშვნელოვნათ ამცირებს გაკვრის სირთულეს . ამასთან ერთად ამ ტიპის შპალერი არ იკუმშება გაშრობის დროს .
ტექსტილის შპალერი
ასეთი სახის შპალერი ძალიან მდიდრულად გამოიყურება , მაგრამ ითხოვს საკმაოდ დიდ ყურადღების გამოჩენას . ნაჭრის ფენა განთავსებულია ფლიზელინის საწყისზე , რაც ამარტივებს გაკვრას . თუმცა ედლები უნდა იყოს იდეალურად გასწორებული , რადგან ტესტილის შპალერი აქცენტს გაუკეთებს ნებისმიერ უსწორმასწორო ჩაღმავებასა და ამობურცულობას .
თხევადი შპალერი
ეს მასალა უფრო დეკორატიულ ნალესს გავს , მაგრამ გაშრობის შემდეგ იქმნება სწორი ზედაპირი , რომელსაც შპალერისგან ვერ განასხვავებთ . არანაირი გადაბმის ადგილები , სტიკები და არანაირი სირთულე ნაჭრების გადაბმის . თხევადი შპალერის საფასური მაღალია , მონტაჟს კი საკმაო გამოცდილება სჭირდება .
<a target=”_blank” href=”http://facebook.com/cube.ge”><img src=”http://s42.radikal.ru/i096/1603/7b/144995b900fd.gif” ></a>
დაჟატული შპალერი
ასეთ შპალერს საწყისად უდევს ქაღალდი , ზემოდან კი განთავსებულია სელის ბოჭკოები . შესანიშნავი ვარიანტია საბავშო ოთახის ან ბინისთვის რომელიც ეკო – სტილშია გადაწყვეტილი . მშვიდი პასტელური ფერები , ბუნებრივი ნახატი . ერთადერთი მინუსი – მაღალი საფასური .
ფოტო შპალერი
ფოტო შპალერი შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერის გასაცოცხლებლათ , აგრეთვე მისი სივრცის სხვაგვარად გამოხატვის . ფოტო დატანილია ქაღალდზე , რომელიც შემდეგ კომბინირდება მთლიანი გამოსახურების შესაქმნელათ . გაკვრა ასეთი შპალერის ჯობია ანდოთ პროფესიონალს .
რა დაგვჭირდება შპალერის კედელზე გასაკრავათ ?
თუ თქვენ აპირებთ დამოუკიდებლად დაკავდეთ რემონტით , მზად იყავით იმისთვის რომ , მოგიწევთ არა მარტო სარემონტო მასალების შეძენა , არამედ საჭირო ინსტრუმენტებისაც . შპალერი გასაკრავად დაგჭირდებათ :
- შპალერი
- სამშენებლო დანა
- შპალერის წებო
- ლილვაკი ( ვალიკი )
- შვეული
- ორი ფუნჯი სხვადასხვა ზომის
- შპალერის ფითხი ( შპატელი )
- ვედრო
როგორ გამოვთვალოთ შპალერის რაოდენობა ?
იმისთსთვის რომ ტყვილად არ გადავყაროთ ზედმეტი შპალერი სამუშაოს დასრულების შემდეგ , და პირიქით არ მოგვიხდეს მაღაზიაშიდაკლებული რულონის საყიდლად სიატული , საჭიროა კარგად გამოვთვალოთ საჭირო რაოდენობა . შპალერის სტანდარტულ რულონში 10 გძივი მეტრია , ეს კი ნიშნავს იმიას რომ , იგი გვეყოფა 4 ნაჭერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ , ჭერის სიმაღლე ნაკლებია 2,5 მეტრზე .
შპალერის რაიდენობის დასათვლელათ უნდა გავზომოთ ოთახის პერიმეტრი . მიღებული რიცხვი უნდა გავყოთ რულონის სიგანეზე ( ეს ზომა სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა აქვს ) . აეთი სახით ვიღებთ საჭირო ნაჭრების რაოდენობას . მიღებულ რაოდენობას ვყოფთ რულონში არსებულ ნაჭრების რაოდენობაზე , რომელიც გამოვითვალეთ აქამდე .
ყურადღებით იყავით , ეს გათვლა სწორია მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა შპალერს არ აქვს ნახატი ან განმეორებადი ფიგურები . თუ თქვენ შეიძინეთ ნახატიანი შპალერი , გაითვალისწინეთ ზედმეტოვა ნახატის მორგების საჭიროების გამო .
კედლის მომზადება შპალერის გასაკრავათ
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ შპალერის გაკვრა , კედლის მოუმზადებლათ . თუ კედელზე აქამდე გაკრული იყო შპალერი , აუცილებელი მათი კედლიდან მოშორება . თუ კედელი იყო შეგებილი , უნდა მოაცილოთ საღებავი . შპალერი უნდა გაკრულ იქნას ან სუფთა ზედაპირზე , ან ქაღალდის საწყისზე .
როგორ გავაკრათ შპალერი – ეტაპობრივი ინსტრუქცია
როგორცვე გაშრება გრუნტი , შეგიძლიათ შეუდგეთ შპალერის გაკვრას .
- შვეულის მეშვეობით ჩამოხაზეთ ვერტიკალური ხაზი კუთხიდან 10 – 15 სანტიმეტრის დაშორებით . სწორეთ ამ ადგილიდან უნდა დაიწყოთ შპალერის გაკვრა , რათა ყველა ზოლები გამოვიდეს ერთნაირი .
- ერთ ტონიანი შპალერები თავიდანვე შეიძლება დაჭრათ ნაჭრებად , ხოლო ნახატიანი შპალერის ორნამენტი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს , ამიტომ შესაბამისად უნდა დაიჭრას გათვლილად . სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი დიდ მაგდაზე , თუმცა ამისთვის გამოდგება იატაკიც . ზედაპირი რომელზეც შპალერს დაჭრით უნდა იყოს სწორი და მშრალი . გაწმინდეთ იატაკი ან დააფინეთ მასზე სუფთა პოლიეთილენის პარკი . გაშალეთ მასზე რულონი , მონიშნეთ საჭირო სიგრძე + მცირე მეტობა , შემდეგ ფრთხილად გადაკეცეთ და გაჭერით დანით .
- ასევე საჭიროა შპალერის წებოს მომზადებაც . გახსენით წებო მკაცრად ყუთზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით . ეცადეთ გაამზადოთ მხოლოდ ის რაოდენობა , რაც შეილება რომ დაგჭირდეთ .
- უმეტეს შემთხვევაში წებოს დატანვა ხდება თვითონ შპალერზე , გამონაკლისი არის მხოლოდ შპალერები ფლიზელინის საწყისზე . იმისთვის რომ შპალერის გაკვრა აკურატულად მოხდეს , უნდა გავშალოთ მოჭრილი ნაჭერი იატაკზე სახის მხრიდან და გადავატაროთ მასზე ლილვაკი ან განიერი ფუნჯი , დასველებული წებოში . შემდეგ შპალერი უნდა დავკეცოთ კიდეებით შუისკენ , რათა შპალერმა შეიწოვოს საღებავი .
- ფრთხილად მიაწებეთ შპალერის ნაჭერი და განათავსეთ მისი ზედა ნაწილი ჭერის ქვეშ , გახაზული ვერტიკალური ხაზის სისწორეზე . პირველი ნაჭერის მიწებების შემდეგ , გაასწორეთ ზედაპირი , ჰაერის გამოდევნით რომელიც შპალერსა და კედელს შორის არის დარჩენილი , ამას აკეთებთ ლილვაკის ან შპატელის მეშვეობით . ხელის მოძრაობა უნდა მოხდეს ცენტრიდან კიდეების მიმართულებით , ნელნელა და მიმდევრობით . ზედმეტი წებო სასურველია მალევე მოაშოროთ , სუფთა ოდნავ ნოტიო ტილოს საშუალებით
- შემდეგ მიაწებეთ ზოლის ქვედა ნაწილი . ანალოგიურათ გაასწორეთ ყველა უსწორმასწორო ადგილი და გამოდევნეთ ჰაერი . ამის შემდეგ ზედმეტი შპალერი სათავესა და ბოლოში უნდა მოჭრათ ბასრი დანით .
- ახალი ჩამოშვება ( ნაჭერი ) უნდა მიწებდეს პირი პირზე უკვე გაკრულ შპალერთან . ამგვარად თქვენ შეძლებთ აირიდოთ არა მარტო უსწორმასწორობა და ნახატების აცდენა , არამედ შეძლებთ გადაბმები გახადოთ ნაკლებად შესამჩნევი . თუ თქვენ შეარჩიეთ ნახატიანი შპალერი , წინასწარ მიაზომეთ მეორე ჩამოშვება , და ისე მოახდინეთ მისი დაფიქსირება .
- ყველა შპალერის სტიკს უნდა გადაატაროთ სპეციალური პლასტიკატის ლილვაკი , რათა ისინი კარგად მიწებდეს . იყავით ყურადღებით , თუ შპალერის მწარმოებელი არ ლილვაკის არ გირჩევთ ლილვაკის გამოყენებას , მაშინ ფრთხილად ჩამოასწორეთ სტიკები თითით .