როგორ გავასუფთაოთ კედელი ძველი შპალერისაგან

როგორ გავასუფთაოთ კედელი ძველი შპალერისაგან . 

ძველი შპალერის მოშორება – სტანდარტული ოპერაციაა , რომლის გარეშეც , წარმოუდგენელია კოსმეტიკური თუ სრულყოფილი რემონტის დაწყება . აუცილებელიც კი არის , რადგან ამის გარეშე ახალი შპალერი არ იქნება იდეალურად სწორი და მყარი . არსებობს ბევრი მოსაზრება შპალერის გაკვრასთან დაკავშირდებით , მაგალითად ახალი შპალერის გაკვრა ძველზე , მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს რიგი მიზეზების გამო !

rogor movashorod zveli shpaleri kedlidan

კედლის ზედაპირი ძველი შპალერით იშვიათობაა რომ იყოს სწორი , რადგან ზოგ შპალერს აქვს ნაქარგი ან სხვადასხვა სახის ზედაპირი , ამიტომ ახლის გაკვრის შემდეგ ზედაპირ იშეიძლება იყოს არასწორი . ძველი შპალერი ხშირად ვერ უძლებს ახალი შპალერის წონასა და წებოს , ამ შემთხვევაში ისინი ძვრება. ასევე ძველი შპალერის ქვეშ გროვდება ობის ნადები და მავნე ბაქტერიები , რომლისგანაც დროდადრო უნდა განთავისუფლდეს კედელი . ძველი შპალერის სწორი მეთოდით მოშორება იკავებს ბევრ დროს და ენერგიას . ჩვენ მოგიყვებით როგორ მოვხსნათ ძველი შპალერი მიუხედავად ყველაფრისა , მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად .

 მომზადება და ხელსაწყოები : 

იმისათვის რომ პროცესი იყოს ჩქარი და ადვილი , აუცილებელია წინასწარ მოვამზადოთ საჭირო ხელსაწყოები . დაგვჭირდება :

  •    ორი ცალი ბასრი ” შპატელი ” ( ვიწრო და განიერი პირით )
  •   სპეციალური სითხე შპალერის მოსაშორებლად ( ან უბრალოდ თბილი წყალი )
  •   ორთქლის გენერატორი ან ტილო .
  •  პოლიეთილენის პარკი
  •  სამშენებლო  ” სკოჩი “
  • თაბაშირ მუყაოს საჭრელი დანა

ვინილის შპალერის მოშორება კედლიდან

ამ ტიპის შპალერი ყველაზე ადვილად მოსაშორებელია , რადგან იგი ქაღალდისა და ვინილის ფირფიტისაგან არის დამზადებული . სანამ დავიწყებთ მოშორებას , დანის მეშვეობით გავაკეთოთ შპალერზე პერფორაცია . კარგად დაასველეთ და დაელოდეთ სანამ არ გაიჟღინთება შპალერი მთლიანად . შემდეგ დანის მეშვეობით გააკეთეთ ზევიდან ჰორიზონტალური ჭრა და ფრთხილად კუთხიდან მოყევით შპალერის მოხსნას . ღრუბლით დაასველეთ კედელი კარგად კედელი 20 – 30 წუთის განმავლობაში . თავიდან ” შპატელი” – ს  მეშვეობით ჩამოვფხიკოთ სქელი ფენები , ქაღალდის ნარჩენები , დროდადრო ასველეთ ისევ , იყავით მზად რომ ამ ყველაფერს ცოტა დრო არ დაჭირდება .

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

შპალერის მოხსნა სპეციალური საშუალებით  

შეიძლება ვიხმაროთ სპეციალური საშუალება შპალერის მოსახსნელათ ,მას აქვს თვისება ღმად შევიდეს ფენებში და ძალიან ეფექტურია , აგრეთვე ეს საშუალება სრულიად უსაფრთხოა და თავისუფლად გამოიყენება საცხოვრებელ სახლებში . სითხე იხსნება წყალში და ესმება ზედაპირზე . სულ რამოდენიმე წუთში შპალერი უპრობლემოდ იხსნება კედლიდან .

rogor movashorod zveli shpaleri kedlidan

ორთქლის გენერატორი

თუ თქვენ ვერ გამონახეთ ვერანაირი ხერხი შპალერის მოსახსნელად ,თქვენ გჭირდებათ – ორთქლის გენერატორი , რომელიც გაგიადვილებთ პროცედურას . მისი საბაზრო ფასია 30 დან 100 ამერიკულ დოლარამდე , ამასთანავე იგი არამარტო შპალერის მოხსნაში დაგეხმარებათ , არამედ შპალერის გასუფთავებაშიც კი .

რეცხვადი შპალერის მოხსნა კედლიდან 

რეცხვად შპალერებს აქვთ წყალგაუმტარი ფენა და იმისათვის რომ სისველემ შეაღწიოს შიდა ფენამდე , აუცილებელია გავაკეთოთ პერფორაცია . ამ ტიპისი შპალერები გაკეთებულია სინთეტიკური უჯრედებით , მყარია და საკმაოდ ადვილად შორდება კედელს . გაუკეთეთ შპალერს  ჭრილი , დაასველეთ კარგათ თბილი წყლით და 10 – 15 წუთი გააჩერეთ . იმისათვის რომ შპალერი ადვილად მოიხსნას , თბილ წყალში გაურიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება .

ძველი ქაღალდის შპალერის მოხსნა კედლიდან 

ქაღალდის შპალერის მოხსნა არც თუ ისე ადვილია . იგი ადვილად იხევა და ნაწილ ნაწილ შორდება კედელს . სანამ შეუდგებით შპალერის მოხსნას აავსეთ თბილი წყლით ჭურჭელი და დაუმატეთ თეთრეულის დამარბილებელი სითხე . შეიძლება ღმოჩნდეს რომ შპალერი კედელზე ” პევეა ” წებოთი იყოს მიკრული , რომელიც წარმოუდგენელია წყლით ან სპეციალური ხსნარით კედელს მოძვრეს .  ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მისი ხელით ჩამოფხეკა . დაიხმარეთ ბასრი , კარგად გალესილი ” შპატელი ” ან დრელით ,  რომელსაც სპეციალური თავი  აქვს – მგვალი მეტალის ჯაგრისის  ფორმის  .

rogor movashorod zveli shpaleri kedlidan

როგორ მოვაშოროთ შპალერი თაბაშირ მუყაოს კედელს  

ამ შემთხვევაშიც გეტყვით რომ ეს საკმაოდ რთულია , რადგან ეს მასალა ზემოდან ქაღალდით არის დამუშავებული , რომელიც უნდა შევინარჩუნოთ . ამიტომ ყველაზე ეფექტური საშუაელბაა , სპეციალური ქიმიური ნივთიერება , რომელიც ხსნის წებოს . ბევრი წყალი უმჯობესია არ გამოიყენოთ ,რადგან შეიძლება დავაზიანოთ თაბაშირ მუყაო . ” შპატელი ” – თ მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ . თუ დავწმუნდებით რომ შპალერი ნამდვილად ” პევეა ” – თია გაკრული , ამ შემთხვევაში თაბაშირ მუყაოს დაზიანება გარდაუალია , ამიტომ შეიძლება მოგიწიოთ მისი შეცვლაც .

 

გისურვებთ წარმატებულ რემონტს .

Comments

comments