სახლი

ჯეისონ სტედჰემის კომფორტული სახლი ბევერლი ჰილსში

ჯეისონ სტედჰემის კომფორტული სახლი ბევერლი ჰილსში

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო .

ცნობილი ადამიანები ( მსახიობები , მომღერლები , ტოპ – გადაცემის წამყვანები ) ახალი საცხვოვრებლის ყიდვის შემდეგ ხშირად მიმართავენ დიზაინერს , რომელიც ითვალისწინებს რა დამკვეთის სურვილს , ამზადებს მომავალი სახლის ინტერიერის მაკეტს .  ურთიერთ შეთანხმების შემდეგ იწყება ეტაპობრივი მუშაობა .

დღეს წარმოგიდგენთ ცნობილი მსახიობის – ჯეისონ სტედჰემის სახლს , რომელიც ბევერლი ჰილსში მდებარეობს . მსახიობმა სახლი 13 მილიონ დოლარად იყიდა, მთლიანი ფართი 600 კვ.მ – ია . სახლში რვა აბაზანის ოთახია , ხუთი საძინებელი , სპორტული დარბაზი , სასადილო ოთახი , სამზარეულო , მისაღები ოთახი , გარდერობის ოთახი და სათავსო ოთახია . ამ სახლში მსახიობი თავის მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობს .  სახლში ყველა ოთახი ძალიან ფართეა და ნათელი . (პანორამული ფანჯრებით)  . ცნობილია ის ფაქტი რომ მსახიობმა სპეციალისტებს სთხოვა სახლი აღეჭურვათ , მოდური , თანამედროვე ტექნიკით და უსაფრთხოების სისტემით .

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი თანამედროვე ” შალეს ”  სტილშია .  ბუხარი ქმნის თბილ და მყუდრო გარემოს . ჭერში ხის კონსტრუქციული , დეკორატიული ჯოჭებია. კედელი ღია ტონალობაშია, ავეჯი კი თეთრი .

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]

ჰოლი

ჰოლში როგორც მისაღებში, ჭერი ხის კოჭებით არის გალამაზებული, ხოლო იატაკი ღია ხის პარკეტით.

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

აბაზანის ოთახი

ერთერთი აბაზამის ოთახი ყავისფერ ტონებშია .  კედლებზე პატარა ზომის ფილებია გაკრული, ხოლო აბაზანის სან კვანძები ქათქათა თეთრია. ყურადღებას იპყრობს დიდი სარკე, რომელიც ” ვენგეს ” ფერ ჩარჩოშია მოთავსებული. აბაზანას ანათებს თეთრი  მინიატურული სანათები.

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

სასადილო ოთახი

სასადილო ოთახში ძალიან მყუდრო და ოჯახური გარემოა, მარჯვენა მხარეს დგას მაგიდა კომფორტული სკამებით ექვს პერსონაზე , ხოლო მარცხენა კუთხეში დგას მოსახერხებელი სამეულო. სასადილოს ნებისმიერი კუთხიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ბაღში.

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

საძინებელი ოთახი

ერთერთი საძინებელი ოთახი თეთრ ფერებშია.  იმისთვის რომ უფრო მყუდრო გახდარიყო , გააფორმეს ყავისფრით. ოთახს ასევე უფრო მიმზიდველს ხდის ორსაწოლიანი ლოგინი ტუმბოებით

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

მოსასვენებელი ოთახი

მოსასვენებელი ოთახი განსაკუთრებით მუქ ფერებშია, მაგრამ ამ სიმუქეს აბალანსირებს ღია ფერის სამეული.

jeison stedhem Rosie Huntington-Whiteley

შიდა ბაღი თითქმის სიმწვანეშია ჩაფლული , ლამაზი ხეებით, რომელიც მზიან ამინდში არაჩვეულებრივ ჩრდილს ქმნიან. ასევე ეზოში არის ბასეინი . იქვე ღია ცის ქვეშ არის ბუხარი, ხისგან მოჭნული მაგიდა და სკამები.

ერთი თვალის გადავლებით ჩანს რომ , ამ სახლი მეპატრონეები მიისწრაფოდნენ იმისაკენ , რომ სახლი ყოფილიყო მყურდო, რაზეც მეტყველებს : რბილი ავეჯი, ბუხარი, სურათებით დატვირთული კედლები, იატაკის ხალიჩები და ა.შ.

სახლი არაჩვეულებრივად გამოიყურება და სრულიად ამაყოფილებს ვარსკვლავური წყვილის მოთხოვნებს.

რუბრიკის ავტორი : რუსუდან გამსახურდია

Leave a Reply