ალპინიზმის მუზეუმი
ალპინიზმის მუზეუმი ,ზაჰა ჰადიდის პროექტის მიხედვით
ზღვის დონიდან 2275 მეტრზე , მთის წვერზე კრომპლატცში , სამხრეთ ტიროლეში , გაიხსნა მესნერის მეექვსე , საბოლოო მუზეუმი – МММ Corones .
ყველა მუზეუმი ( Messner Mountain Museum ) შეიქმნა ალპინისტ რაინჰოლდ მესნერის მიერ , რომელმაც პირველმა , ადამიანის სიტორიაში დაიპყტო 14 მსოფლიოში არსებული მთა , რომლის სიმაღლეც რვა ათას მეტრზე მეტია , აგრეთვე პირველი ავიდა ევერესტზე ჟანგბადის გარეშე . МММ Corones მიძღვნილია ალპინიზმის ისტრიას .
დიზაინ – კონცეპცია შემუშავებულია Zaha Hadid Architects – ის მიერ . არქიტექტორი ამ მუზეუმის შესახებ : იდეა არის იმაში , რომ სტუმრებს შეუძლიათ ჯერ ჩავიდნენ მთიდან , მთისა და გამოქვაბულის გამოსაკვლევად , ხოლო შემდეგ გამოვიდნენ მეორე მხრიდან , დაკიდებულ ტერასაზე , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი პანორამული ხედები .
მონოლითური ბეტონის სახურავი შერწმულია კლდის ფორმებთან . ისინი გადაფარებული არიან და იცავენ , შესასვლელა და ტერასას . ბეტონი ექსტერიერში ღია ტონალობაშია , ხოლო ინტერიერში , ანტრაციტის .
კიბე რომელიც გვაგონებს ჩანჩქერს მთის მდინარეში , აერთებს საგამოფენო სივრცეებს სამ დონეზე . ქვედა დონეზე სტუმრბს შეუძლიათ გალერიის დათვალიერება , აგრეთვე ტერასაზე გასვლა , რომელსაც აქვს 240 გრადუსიანი თვალთახედვა ალპების მთებზე .