თბილი იატაკის სახეობები
თბილი იატაკის სახეობები
გათბობის რომელი ხერხი ავირჩიოთ ?
ტერმინი ” თბილი იატაკი ” გამოიყენება როცა გათბობის ალტერნატიულ სისტემაზე ვსაუბრობთ . როგორც სახელიდან ჩანს სითბოს გამტარი ელემენტი არის იატაკის საფარი . ” თბილი იატაკი ” დიდი პოპულარობით სარგებლობს , როგორც კერძო სახლებში , ისე ბინებში .
თბილი იატაკი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს სითბოს დამატებით წყაროს , მაგრამ შეიძლება ძირითადიც იყოს . დიფუზიის ეფექტის წყალობით თბილი ჰაერი მოძრაობს დაბლიდან მაღლა , ათბობს მთელ სივრცეს და უზრუნველყოფს კომფორტულ ტემპერატურას . თბილი იატაკის გამოყენება მოსახერხებელია , მას აქვს ტემპერატურის რეგულატორი , რომელიც საიმედოა , ეკონომიურია და აქვს მოქმედების ხანგძლივი ვადა .
თბილი იატაკის სახეობები
არსებობს იატაკის გათბობის ორი სახეობა :
- თბილი იატაკი , რომელიც თბება მილებში მიწოდებული ცხელი წყლის ხარჯზე . ის დამონტაჟებულია იატაკის საფარის ქვეშ , მოჭიმულ იატაკში .
- ელექტრო თბილი იატაკი , რომლის ელემენტებიც ასევე იატაკის საფარის ქვეშ არის დამალული . ისინი მუშაობენ ელექტრო ენერგიაზე .
თბილი იატაკი რომელიც მუშაობს ცხელი წყლის ხარჯზე
ეს მეთოდი ცნობილია უძველესი დროიდან და მას შემდეგ არც შეცვლილა . მისი მუშაობის პრინციპი ძალიან იოლია . მილების სიტემა ლაგდება მოჭიმული იატაკის ქვეშ , შემდეგ იფარება სითბოგამტარი მასალით ( კაფელი , ხე და ა.შ ) და ირთვება გათბობის ლოკალურ ან ცენტრალურ სისტემაში . ფაქტიურად ეს იგივეა რაც რადიატორი , განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში , რომ ისინი ჰორიზონტალურად არის განლაგებული . ის საკმაოდ საიმედოა , ექსპლუატაციაში საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა , თუმცა აქვს ნაკლოვანებებიც .
ჩვეულებრივად , თბილ იატაკს უერთებენ გათბობის ცენტრალურ სისტემას და შესაბამისად ის მუშაობს მხოლოდ გათბობის სეზონის დროს , რაც არცთუისე მოსახერხებელია , რადგან სეზონის შუა პერიოდშიც ჩდება სითბოს ალტერნატიული წყაროს აუცილებლობა .
თუ თქვენ მიუერთებთ თბილ იატაკს ლოკალურ სისტემას ( გაზის ან ელექტროენერგიის ) ეს არ იქნება იაფი ფუფუნება , რადგანაც ის მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას და პროფესიონალების დაქირავებას .
მილებს რომლებშიც გადის ცხელი წყალი , აქვს განსაზღვრული დიამეტრი და მონტაჟდება გარკვეულ სიმაღლეზე , ეს მოითხოვს სქელ მოჭიმულ იატაკს . თუ თქვენი ბინა დაბალჭერიანია , იატაკის აწევა რამოდენიმე სანტიმეტრითაც კი პრობლემას შეგიქმნით .
ყველაზე დიდი მინუსი ასეთი იატაკის არის წყლის გაჟონვის რისკი არსებობა . სამწუხაროდ არც ერთი სისტემა ასეთი პრობლემისგან დაზღვეული არ არის . შედეგად ეს გამოიწვევს გათბობის ხარისხის დაცემას , მოჭიმული იატაკის დაშლას და საბოლოოდ ძვირადღირებულ რემონტს .
იატაკის ელექტრო გათბობა
იატაკსი ელექტრო გათბობის სისტემა არის უფრო სრულყოფილი და თანამედროვე . არსებობს ამ სისტემის ორი სახეობა :
კაბელური და აპკისებური . მას გამოიყენებენ როგორც ბინების და სახლების , ასევე არასაცხოვრებელი ფართების გასათბობათ .
კაბელური თბილი იატაკი
როგორც დასახელებიდან ჩანს – სისტემა მუშაობს კაბელის გათბობის ხარჯზე , რომელიც გარდაქმნის ელექტრონერგიას სითბოთ . კაბელის სისქე და სიძლიერე შეიძლება იყოს სხვადასხვა . ხშირ შემთხვევაში ეს არის მზა სექციები , რომლების გაერთიანებულია ერთ საერთო ელექტონულ ჯაჭვად . დამატებითი დაცვის უზრუნველყოფისთვის ყველა ელემენტი იფარება საიზოლაციო ლენტით , რომელიც არ ცხელდება და არ დნება .
ტემპერატურის კონტროლისთვის იყენებენ თბორეგულატორების სპეციალურ სისტემას . მათი დახმარებით თქვენ შექმნით თქვენთვის კომფორტულ ტემპერატურას , რომლის შენარჩუნება მოხდება ავტომატურად , ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯით .
აპკისებური თბილი იატაკი
აპკისებური თბილი იატაკის მუშაობის პრინციპი ძალზედ მარტივია და დამოკიდებულია გამოყენებული მასალების სახეობებზე .
- წყალგაუმტარი მასალა , რომელშიც ჩართულია კარბონის ბრტყელი რეზისტული ელემენტი . ასეთ სისტემას უწოდებენ კარბონატულს .
- თბილი იატაკის ბიმეტალური სისტემა შედგება ორფენიანი თხელი ბიმეტალური ფოლგისგან , რომელიც გერმეტულად შედუღებულია პოლიურეტანულ ფირფიტასთან .
ორივე სახეობა ფართოდ გამოიყენება , არის საიმედო და ეფექტური .
ელექტრო თბილი იატაკის თვისებები :
- ელექტრულ სისტემას აქვს პატარა სისქე და ამიტომ მონტაჟის დროს შეიძლება გამოვიყენოთ მინიმალური სისქის მოჭიმული იატაკი . შემდეგში ის უნდა მოვაპირკეთოთ ლამინატით , კაფელით , ხით , კავროლინით და ა.შ . საბოლოოდ მივიღებთ თბილ იატაკს , ისე რომ არ შევცვლით ოთახის გაბარიტებს .
- მონტაჟის მარტივი პრინციპი – მზა ელექტრო ელემენტები ლაგდება წინასწარ მომზადებულ ზედაპირზე , შემდეგ ხდება მათი ერთმანეთთან შეერთება და ელექტრო ქსელში ჩართვა . ბოლოს იგება დამამთავრებელი ფენა – იატაკის საფინალო საფარი .
პრაქტიკულად ელექტროენერგია 100% – ით გარდაიქმნება სითბოთ და დანაკარგების გარეშე გადაეცემა იატაკის საფარს .