დიზაინი

იუჰ მინ პეი

იუჰ მინ პეი ( Ieoh Ming Pei , ჩინ . : 貝聿銘 ; * 26 აპრილი , 1917 ) , საყოველთაოდ ცნობილი ინიციალებით ი . მ. პეი , პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორი , მაღალი მოდერნიზმის არქიტექტურის ბოლო ხელოვანი . მუშაობს აბსტრაქტული ფორმით , ქვის , ბეტონის , მინისა და ფოლადის გამოყენებით . პეი საყოველთაოდ აღიარებულია , როგორც XX საუნუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არქიტექტორი .

cnobili arqiteqtori min pei

იუჰ მინ პეის ერთ-ერთი ცნობილი და  საინტერესო ნამუშევარია ლუვრის პირამიდა,  რომელიც მიუმატეს ლუვრის მუზეუმს თანამედროვე ელემენტის სახით და შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. მას თავიდან დიდი კრიტიკით შეხვდა საზოგადოება , თუმცა შემდეგ აღიარეს და დღეს დიდ მოწონებას იმსახურებს . მიუხედავად კრიტიკისა , ფაქტია რომ დღეს ლუვრს ბევრად მეტი სტუმარი ჰყავს , ვიდრე მანამდე . მუზეუმის დირექტორის მისიაც ეს იყო , რომ მხოლოდ ჯოკონდასთვის მისული ტურისტებისთვის უფრო მეტი ეჩვენებინა.

მიუხედავად ლუვრის მუზეუმისა და შუშის პირამიდის ანტიპოდური ვიზუალისა , როდესაც მათ ერთად ვნახავთ ღამის განათებით , ისინი საოცრად ერწყმიან ერთმანეთს .     

                     

cnobili arqiteqtori min pei

პეის ოსტატურობა პირამიდის კომპოზიციურ სიზუსტეში ( მუზეუმის მიმართ ) გამოიხატა . ისინი ქმნიან ერთ  მთლიანიბას და  ეს არის ერთ – ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა , რომ ახლის არსებობა არ გამორიცხავს , არ უარყოფს და ამახინჯებს ისტორიულ ნაგებობას , თუ ყველაფერი გემოვნებითაა შესრულებული .

cnobili arqiteqtori min pei

 პეის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტი OCBC ცენტრია – 52 სართულიანი ბრუტალისტური ნაგებობა სინგაპურში . ეს სამ ტოლ ნაწილად დაყოფილი შენობა , რომლის დანახვისასაც გაგიჩნდებათ სიძლიერის , სტაბილურობისა და სიზუსტის განცდა , ბრუტალიზმისა და მინიმალიზმის საუკეთესო ნიმუშია . 

cnobili arqiteqtori min pei

შემდეგი ნამუშევარი – the gateway სინგაპურში. 37სართულიანი 150 მ სიმაღლის დახვეწილი და კომპოზიციურად ძალიან ზუსტი შენობა . იგი შედგება ორი რომბის ფორმის იდენტური შენობისაგან . თუ დაააკვირდებით , პეის შენობების ერთი ფასადი არის ძალიან განსაკუთრებული და სწორედ ეს ფასადები ქმნის იდეალურობისა და სიზუსტის განცდას .

cnobili arqiteqtori min pei

  მათი ერთი ფასადი გაშლილ ფრთებს გავს . მისი მკვეთრად მოჭრილი კუთხეები ხაზს უსვამს იდეალურ ფორმებს . ეს ორგანზომილებიანი კარიბჭე ქმნის ერთ მთლიანობას .

cnobili arqiteqtori min pei

პეის გამორჩეულ ნამუშევრებში ასევე შედის ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრი, ლუსის მემორიალური კაპელა, მწვანე შენობა და ა.შ, თუმცა სტატიაში პეის მიერ შესრულებული  გარდამტეხი ნამუშევრებია წარმოდგენილი

cnobili arqiteqtori min pei

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ