დიზაინი

ხელნაკეთი სანათები

თუ გიყვართ ხელნაკეთი ნივთები , ორიგინალური სანათები , ვინტაჟი , ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა . სახლის ინტერიერში დეკორაციებს საკმაოდ დიდი როლი ენიჭებათ , მათ შეუძლიათ გამოხატონ თქვენი ხასიათი , შეხედულებები , გემოვნება . ეს კიდევ უფრო კარგად მაშინ მოხერხდება , თუ ეს ნივთები თქვენივე ხელით იქნება დამზადებული . სამუშაოში შეგიძლიათ ჩართოთ ბავშვები , პროცესი სახალისო და სასიამოვნოა .

1 . ძველი ტელეფონი – მაგიდის ორიგინალური და ვინტაჟური სანათი

2 . ვინტაჟური ვენტილატორი – ძალიან ორიგინალური სანათი , რომელიც ლოფტებს , ინდუსტრიულ და ვინტაჟურ სტილებს აუცილებლად დაამშვენებს .

3 . ბოთლები და ქილები – ვინტაჟური ქილები და ბოთლები ლამაზი ვიზუალით გამოირჩევა , სცადეთ მისი გარდაქმნა სანათად .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

4 . საბეჭდი მანქანა – არაჩვეულებრივი მაგიდის სანათი შეიძლება გახდეს იგი .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

5 . თერმოსი – ძველი ტერმოსის სანათის სადგამად გამოყენება ორიგინალური იდეაა , განსაკუთრებით , თუ თერმოსის ფერი მყვირალა და განსხვავებულია .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

6 . საკერავი მანქანა – თუ თქვენი ძველი საკერავი მანქანა გაფუჭდა , მაგრამ არც გადასაგდებად გემეტებათ , მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების საუკეთესო გზა მისი სანათად ქცევაა .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

7 . ჩაიდანი – ძველი ლიდონის ჩაიდნისგან ლამაზი ინდუსტრიული დაკიდებული სანათი შეიძლება გამოვიდეს .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

8 . სკეიტბორდი – სკეიტბორდის ბორბლების ნაცვლად ნათურების დამაგრებით და მისი კედელზე დაკიდებით მიიღებთ ორიგინალურ ბრას . მისი გამოყენება შეგიძლიათ საძნებელშიც .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

9 . სათამაშოები – თუ ბევრი სათამაშო შემოგრჩათ და ვეღარაფერში იყენებთ , მათი სანათად ქცევა შეგიძლიათ .

dekoratiuli sanatebi gaketebuli zveli nivtebisgan

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ