Ariostea – ს Ultra Marmi – ს კოლექცია
იატაკისა და კედლების მოსაპირკეთებელმა ბრენდმა Ariostea – მ დაამატა Michelangelo Altissimo , Brilliant Green da Verde Saint Denis მარმარილოს ტექსტურები Ultra Marmi – ს ფაიფურის დიდი ფილების კოლექციას .
Ultra Marmi – ს კოლექციაში ფაიფურის ნაწარმის , მარმარილოს ეფექტის სამი ახალი ტექსტურა შედის , რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კედლების , იატაკის მოსაპირკეთებლად , ასევე ავეჯის დასამზადებლად .
Ultra Marmi – ს კოლექციის ყველა 32 ფერის მსგავსად , Michelangelo Altissimo – ს , Brilliant Green და Verde Saint Denis – ის თითოეული ტექსტურა შესაძლებელია იყოს დიდი ზომის ფილებით 4,5 კვ. მ -ის .
Brilliant Green ტექსტურა შექმნილია ისე , რომ ჰგავდეს ირლანდიურ მწვანე მარმარილოს – იშვიათი ტიპის მარმარილო , რომელსაც მოიპოვებენ კონემარაში , ირლანდიაში .
Ariostea – ს ფილები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ ამ იშვიათი მარმარილოს იგივე ‘’ დამამშვიდებელ ‘’ ეფექტს კედლებზე , იატაკზე და ავეჯზე , მაგრამ უფრო იაფი მასალით , რომელიც ასევე პრაქტიკული და ფუნქციონალურია .
‘’ Brilliant Green -ის ზედაპირს აქვს საოცარი გარდამავალი მწვანე ბაზა , რომელშიც მასიური , მუქი ჩრდილები ერწყმის ლაიმს და თეთრ ფონს ‘’ , – განმარტა ბრენდა . დიდი ყურადღება ექცეოდა ტექსტურას და უაღრესად რეალისტურ ფერებს , რომელიც ტოვებს საინტერესო და ველური ბუნების შთაბეჭდილებას , რომელიც ასევე ამშვიდებს , ისევე როგორც ირლანდიის მწვანე პეიზაჟები .
Michelagelo Altissimo – დიზაინი შექმნილია იტალიური Carrara -ს მარმარილოს მსგავსად , რომელსაც ამზადებენ ქვეყნის ალპებში . მასალა ინტენსიურად გამოიყენა მხატვარმა და არქიტექტორმა მიქელანჯელომ , ამიტომაც ტექსტურას დაერქვა მისი სახელი . მასალაში გამოსახულია თოვლივით თეთრი ფონის ფერი , რომელიც გადაკვეთილია წვრილი ნაცრისფერი ვენებით .
‘’ Michelangelo Altisimo – მ თავისი სახელი მიიღო მოქანდაკისგან , რომელმაც უფრო მეტად , ვიდერე სხვამ , ამ მარმარილოს სახეობა მარადიულად აქცია ‘’ , – თქვა ბრენდმა . სწორედ აპუანის ალპებში ეძებდა მიქელანჯელო თავისი ქმნილებებისთვის მარმარილოს ულამაზეს ბლოკებს . განვითარებული ტექნოლოგიური წარმოების წყალობით Ariostea – ს შეაუძლია ხელახლა შემოგვთავაზოს მთელი თავისი ხიბლი თავისი დიდი ფილებით .
მესამე Verde Saint Denis – ი მარმარილოს ეფექტია , რომელიც შექმნილია Aosta Valley – დან იტალიური ტიპის მარმარილოს პატივისცემისთვის . მუქი მწვანე მასალა ,, რომელიც დაფარულია თეთრი ძარღვებით , შეიქმნა ისტორიული სტილის აუცილებლობისთვის .
‘’ ინტერიერის დიზაინის ტენდენციები , რომლებშიც ბოლო წლებში იგრძნობოდა მიდრეკილება წარსულის , ისტორიისა და ტრადიციული ატმოსფეროს მიმართ Verde Saint Denis – ით , Ariostea პატივსცემს ბრწყინვალე იტალიური ტიპის მარმარილოს .’’ განმარტა ბრენდმა .
ტექსტი მოამზადა – ია კაკაბაძემ