ვარღვევთ წესებს
ვარღვევთ წესებს
ვარღვევთ წესებს : გადაწყვეტილებები , რომლებიც გაგაკვირვებთ
სტატიაში არ ვისაუბრებთ საკამათო ტენდენციებსა და უცნაურ გადაწყვეტილებებზე . გაჩვენებთ პროექტებს , რომლებშიც გაერთიანებულია დიზაინერების ფანტაზია და ისეთი შაბლონური წესების უარყოფა , რომლებსაც თითქმის ყოველთვის ვიცავთ . სტატიაში წარმოდგენილი ინტერიერები შესაძლოა არც კი მოგეწონოთ , თუმცა ისინი გულგრილს მაინც არ დაგტოვებენ .


შავი კედლები , ჭერი და ავეჯი .
ეს ინტერიერი შავი კედლებითა და მოულოდნელი – ვარდისფერი სამზარეულოთი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას . დიზაინერმა ნატალია ტურჩენკომ გადაწყვიტა თავისი აპარტამენტი არასტანდარტულად მოეწყო და საკუთარი ინტერპრეტაციით გაეკეთებინა . მიუხედავად იმისა , რომ შავი ფერი ბევრ ადამიანში ცუდ ასოციაციას იწვევს , ინტერიერი მთლიანობაში ძალიან თბილი და მყუდროა . შავ კედლებს , ჭერსა და ავეჯს ვარდისფერი , წითელი , მწვანე და ხისფერი აქცენტები აცოცხლებს .
კონტრასტული იატაკი , თაბაშირმუყაოს ჭერი და გრანიტის არტ-ობიექტი
ამ სახლის ინტერიერში აქცენტი კონტრასტებსა და საინტერესო მასალებზე გააკეთეს . მაგალითად , ვესტიბულში იატაკი ღია , ცივი ნაცრისფერი მარმარილოა , დანარჩენ სივრცეებში კი თბილი ხისფერი . ინტერიერის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნაწილი აბაზანაში გრანიტის მთლიანი ფილაა , რომელიც ერთი შეხედვით უბრალოდ ნახატი გეგონებათ . საინტერესო ელემენტია ორნამენტული თაბაშირის ჭერი.
სანათი ბარბებისგან , სუპერგმირები და მრისხანე კურდღელი
სტუდია ART GROUP – ის დიზაინერებმა შექმნეს ნათელი და ორიგინალური ინტერიერი , სადაც ნამდვილად არ მოიწყენთ . ამ სივრცეში ძალიან ბევრი ფერი , ტექსტურა და არასტანდარტული დეტალია , თუმცა სწორედ მაშინ ჩანს დიზაინერების ოსტატობა , როცა ბევრი განსხვავებული ელემენტი ერთად ჰარმონიულად გამოიყურება : ბარბებისგან გაკეთებული სანათი , პოპ-არტის სტილის ინსტალაციები , თანამედროვე მხატვრობა და სხვადასხვა ელემენტები .



ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ