ყველაზე პოპულარული ხის მასალები ინტერიერში
ყველაზე პოპულარული ხის მასალები ინტერიერში
დღეს დღეობით რთულია შეხვდე სახლს ან ბინას , რომლის ინტერიერშიც არ არის გამოყენებული ხის მასალა , თუნდაც მცირე რაოდენობით . ეს მასალა თვით ბუნებიდან გვეძლევა , მას დიდი უპირატესობები აქვს , იგი უყვართ და აფასებენ მთელს მსოფლიოში , ხოლო მისი ძვირადღირებული ჯიშები მრავალფეროვანია.
ამა თუ იმ ტიპის ხის გამოყენებით , შიძლება შეიქმნას ფუნქციონალური , ეკოლოგიური და ძალიან ესთეტიური ინტერიერი , რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს , გემოვნებას და დარჩება აკტუალური მრავალი წლის განმავლობაში . მოდით განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ხის ჯიშები , რომლებსაც იყენებენ ყველაზე განსხვავებულ დიზაინერულ ინტერიერებში : დაწყებული ავეჯის და დეკორატიული ნივთების დამზადებიდან და ზედაპირის მოპირკეთებით დამთავრებული .
ყველაზე პოპულარული ხის მასალები ინტერიერში
მუხა
ძნელია ადამიანის პოვნა , რომელმაც არ იცის ეს ძვირფასი და განსაკუთრებით გამოყენებადი ხის ჯიში . ძლიერი და მუდმივი . ავეჯი მუხისგან , დროთა განმავლობაში ხდება უფრო ლამაზი .
იატაკზე დაგებული მუხის დაფები ადვლიად იტანენ სხვადასხვა აგრესიულ მობყრობას , მასზეც აგრეთვე არ წარმოიქმნება ჩაზნექილობები მძიმე ავეჯისგან .
ცნობილია დაახლოვებით 200 ზე მეტი მუხის ჯიში , ამიტომ ფერიც ვალირებს ღია მოყვითალოდან , სერ – ყავისფერ თბილ ფერებამდე .
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
წიფელი
თავისი ექსპლუატაციური მაჩვენებლებით წიფელი არ ჩამორჩება მუხას – იგი ასევე ძლიერი და უნივერსალური ხის ჯიშია , ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ავეჯსი დამზადებისთვის , ასევე იატაკის მოსაპირკეთებელ მასალების დასამზადებლად .
წიფელისგან დამზადებული ნაკეთობები კრემისფერ – მოყვითალო ან მოყვითალო – მოყავისფრო ფერებშია .
წიფელის ხის მასალა კარგად იჭრება და ექვემდებარება დამუშავებას , იგი საკმაოდ პლასტიურია , ამიტომ კარგია მისი გამოყენება ავეჯის დასამზადებლად .
ფიჭვი
მისი არომატით ჰაერი ივსება მალე და დიდი ხნის განმავლობაში რჩება მასში , ფიტონციდები კი , წარმოებული ამ ჯიშის ხის მასალისგან , განსაკუთრებით დადებითად მოქმედებენ ადამიანის სასუნთქ სისტემაზე . ფიჭვი მიეკუთვნება რბილ ჯიშებს , მისი თბილი მოყვითალო ფერი და ნახატი მას აძლევს დეკორატიულ შეხედულებას . იმისთვის რომ შენარჩუნდეს ეს ვიზუალური შეხედულება , ფიჭვის მასალას არ ღებავენ , ხელოსნები ზედაპირის დასაცავად იყენებენ მხოლოდ ლაკს .
ფიჭვი წარმოადგენს საკმაოდ მიწვდომად და გავრცელებულ ხის სახეობას , რომლისგანაც იწარმოება ავეჯი , კარები , მოაჯირები და კიბის საფეხურები . თუმცა მექანიკური დაზიანების შემთხვევაში , ზედაპირზე შეიძლება წარმოიქმნეს ჩაღმავებები .
ალუბალი
მიუხედავად იმისა , რომ ალუბალი გავრცელებული ხის მასალაა , იგი მაინც არ არის ძალიან პოპულარული , ისე როგორც ფიჭვი , თუმცა მიუხედავად ამისა ძალიან ლამაზი და დეკორატიულია .
ხის სტრუქტურა არ გამოირჩვა დიდი სიმყარით , მაგრამ ამ ჯიშს აქვს ძალიან მიმზიდველი თბილი ვარდისფერ – მოყავისფრო ტონალობა . ყველაზე ხშირად , ალუბლის ხის მასალისგან აწარმოებენ ავეჯის მსუბუქ ნივთებს : მაგიდებს , კარადის ფასადებს , დეკორატიულ ნივთებს , ვინაიდან როგორც ხის მასალა კარგად ექვემდებარება დამუშავებას .
კაკალი
ტონალობების მრავალფეროვნება , რომელიც აქვს კაკლის ხის მასალას , ხდის მის ჯიშს ყველაზე მოთხოვნად მასალად ავეჯის დამზადებისთვის . კაკლის ხის მასალა ძალიან კარგად მუშავდება, შედგად გამოდის საკმაოდ მყარი და მუდმივი მასალა , დეფორმირებისგან დაზღვეული .
კაკლის ხის მასალისგან იწარმოება ავეჯი , პარკეტი , კარები – რომელიც დიდი ხანი ემსახურება მფლობელს .
ნეკერჩხალი
ნეკერჩხლის ხის მასალის შერჩევა თქვენს სახლს გახდის ელეგანტურს , მისი ფერი ვარირებს ღია – მომწვანო ფერიდან , კრემისფრამდე .
ნეკერჩხლის სიმკვირვე შეიძლება იყოს სხვადასხვა – მაღალი და დაბალი , ეს დამოკიდებულია ხის კონკრეტული ტიპისგან .
ინტერიერში ნეკერჩხალი გამოიყენება ავეჯის ფასადების , იატაკების და კედლების მოსაპირკეთებლად .
ლარიქსი
ეს ხის მასალა გამოირჩევა , უპირველეს ყოვლის , თავისი არაჩვეულებრივი ნახატით , რომელიც შეიცავს სერ – მოყვითალო და წითელ – მოყავისფრო ფერებს . იგი ერთერთი ყველაზე მყარი , მძიმე და გამძლე ხის ჯიშია – მისი სტრუქტურა მჭიდროა და იგი თითქმის არ ექვემდებარება დეფორმაციას .
ინტერიერში ეს ხის მასალა გამოიყენება მზიდი კონსტრუქციებისა და გადახურვების მოსაწყობად .
კოპიტი
ხის მასალა ღია ბეჟ – მოყვითალო ფერის არის , გადღაბნილი ნახატით . ეს ხის ჯიში მაღალი გამძლეობის და მუდმივია , იგი არ ჩამრჩება მუხას .
ეს მასალა გამოიყენება იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის დასამზადებლად , აგრეთვე კედლების მოსაპირკეთებლად და შენობის კონსტრუქციების ელემენტების დასამზადებლად .
ვენგე
ვენგეს ხის მასალა მიეკუთვნება ეგზოტიკურ ჯიშებს , მაგრამ უკვე დიდი ხანია მას იყენებენ სხვადასხვა ინტერიერის დიზაინერულ სფეროში : ავეჯის და მისი ელემენტების , პარკეტის , ლამინატის და ნივთების დასამზადებლად.
მასალის ფერი – მუქია , წითელ – მოყავისფრო ფერიდან , შოკოლადის თითქმის შავ ფერამდე . ნაკეთობები დამზადებული ვენგეს მასალისგან ეფექტური კონტრასტია ღია ფერის ოთახში , აგრეთვე კარგად არის შერწყმული თბილ ტონებთანაც.
ვენგეს ხის მასალა მკვრივი და გამძლეა , რელიეფული ტექსტურით , იგი კარგად უძლებს ზეწოლას , თუმცა რთულად ექვემდებარება დამუშვებას . ყველა ეს ფაქტორი და აგრეთვე ამ ხის მოპოვების სირთულე , ძვირს ხდის ამ მასალას .