დიოგენე – წიგნის მაღაზია თბილისში
2011წლის 20 მაისს, თბილისში, სპორტის სასახლის გვერდით, გამომცემლობის “დიოგენე” ძალისხმევით, წიგნის მაღაზია ” დიოგენე” გაიხსნა.
წიგნის მაღაზიის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეა ნებისმიერ ქალაქში. მით უმეტეს ისეთი მაღაზიისა, რომელსაც ორიგინალური კონცეფცია და დიზაინი აქვს. ინტერიერის პროექტის ავტორი, არქიტექტორი სანდრო რამიშვილია. არსებული არასახარბიელო პროპორციების შეცვლა ავტორმა საკუთარი პროფესიული ინტუიციის, არსებულ პირობებთან ადაპტირებით შეძლო. ინტერიერის მთლიანობის შთაბეჭდილება ერთიანი კომპოზიციური გადაწყვეტით, ზონიდან ზონაში გარდამავალი დეკორის მოტივებით, ერთი სიბრტყიდან მეორეზე ფერის გადათამაშებით, მოცულობით-პლასტიკური გადაწყვეტებითაა მიღწეული.
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
მიუხედავად სტილისტიკური მთლიანობისა, ამ პატარა სივრცის ყოველი მონაკვეთის ინდივიდუალურობა შენარჩუნებულია. დეკორის და ფაქტურის მონაცვლეობა, მათზე მხედველობის კონცენტრირებას ახდენს. ხელოვნური განათების ინტენსივობა კი ხაზს
უსვამს ფორმისა და ფერის სიღრმეს. მაღაზია “დიოგენე” იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენა.
მოეწყობა საინტერესო აქციები. იმოქმედებს სპეციალური პროგრამები ბავშვებისა და უფროსებისთვის. მოკლედ, წიგნის მოყვარულებს შეექმნებათ
ყველა პირობას იმისათვის, რომ “დიოგენეში” პირველად მოხვედრისთანავე მასთან სამუდამოდ დამეგობრების სურვილი გაუჩნდეთ.