ინტერიერი

პატარა აპარტამენტი პასტელურ ფერებში

პასტელური ფერები აქტუალურობას არ კარგავს , ისინი არ არის თვალისთვის გამაღიზიანებელი , სწორედ ამიტონ , ბევრს მოსწონს და სიამოვნებს მსგავს ინტერიერში ყოფნა . ყველამ იცის , რომ ღია ფერები პატარა სივრცეს ვიზუალურად უფრო ადიდებს . Art Partner – ის მიერ შექმნილი ვიზუალიზაცია სწორედ ამ ორ საკითხს – პასტელურ ნათელ ფერებსა და პატარა ზომის აპარტამენტს უკავშირდება . შეიძლება , ეს ვიზუალიზაცია თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცეს .

საერთო ოთახის მთავარი ნაწილი პასტელური ცისფერი დივანია , მსუბუქი ხაზებით , ცისფერი ფეხებითა და ღია კრემისფერი ელემენტებით . შესამჩნევია მეტალის მინიმალისტური ტორშერი . დივანის უკანა კედელზე მინიმალისტური თაროებია , რომელიც არ არღვევს ამ ინტერიერის პრინციპებს და ჰაეროვნად გამოიყურება .

ჭერი არ არის გადატვირთული და თეთრი მცირე ზომის წერტილოვანი სანათებით არის განათებული . საინტერესოა ჟურნალების მაგიდა , ნატურალური ხისფერი , დაბალი და მრგვალი ფორმის , რომელიც ფარდისა და სხვადასხვა ქსოვილების ფერს შეესაბამება .

მიუხედავად იმისა , რომ კედლები სრულად თეთრია , იგი გახალისებულია თეთრი პანელებით , ტელევიზორის კედელზე თხელი , ჰაეროვანი ტუმბო და ბუხარია .

სამზარეულო სხვა სივრცეებისგან თავისი ფერით არის გამოყოფილი – მოვარდისფრო ოქროსფერი . მაგიდის თავზე დაკიდებული თეთრი ფერის სანათი ხასიათს სძენს აპარტამენტს და არ უკარგავს სიმსუბუქეს სივრცეს .

საძინებელ ოთახშიც თეთრი ფერი დომინირებს . მიუხედავად იმისა , რომ ტუმბოს სანათები საკმაოდ დიდი ზომისაა , ისინი მაინც მსუბუქად გამოიყურება ინტერიერში . ოთახში მოვარდისფრო ოქროსფერი დეტალები შემოდის . მრგვალი ფორმის ხალიჩა ელეგანტური და მსუბუქია , ტელევიზორის თეთრი სადგამიც თეთრი ვიტრაჟების ფონზე ისე ჩანს , თითქოს ტელევიზორი ჰაერშია დაკიდებული .

აბაზანა შედარებით თბილ ფერებშია , რასაც ხის ავეჯი განაპირობებს , თუმცა ვანის ადგილი ისევ ნაცრისფერ და თეთრ ტონალობებშია , რაც სისუფთავის შთაბეჭდილებას ქმნის .

ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ