Rooms Hotel თბილისი
Rooms Hotel თბილისი
პროექტის ავტორი: სახელოსნო Adjara Arch Group
მთავარი არქიტექტორი: გოგა ჩხეტია.
არქიტექტორები: ალექსანდრე მაღლაკელიძე,
გივი მაჭავარიანი, გოგი სახელაშვილი,
გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ბუტულაშვილი.
პროექტის მენეჯერი: არქიტექტორი ია ჩეხერია, კატია სამსონაძე.
ინტერიერის დიზაინი: Adjara Arch Group და rooms
კონცეპტიდეის ავტორი: თემურ უგულავა.
თბილისი დამაიმედებელად ძველი და ახლებურად ლამაზი ვერა ქალაქის შიგნიდან შეგრძნების შესაძლებლობას იძლევა. სანამ ერთი ადამიანი ძველი თბილისის ხედებით ტკბება, მეორე, შესაძლოა, თანამედროვეობის გიჟურ რიტმს გაეცნოს. ვერა თბილისის ცენტრში, მთებზე, რუსთაველის გამზირის ზემოთ არის განლაგებული. პატარა და ქარიანი ქუჩებით და მთის ძირას აშენებული სახლებით, ვერის უბანი განსაკუთრებულ გრძნობებს გაგახსენებთ. ძველი დროიდან მოყოლებული თბილისის ეს ნაწილი ხელოვანებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყაროდ იყო ქცეული. მრავალი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, თეატრალი და პოეტი ვერის მკვიდრი იყო. პირველი ქართული მიუზიკლი, რომელიც 1973 წელს გადაიღეს, „ვერის უბნის მელოდიები“ ერქვა. ჭოველიძის ქუჩას ადრე „აგურის ქუჩას“ უწოდებდნენ. ის მე-19 საუკუნეში გაშენდა.
[iframe src=”http://www.cube.ge./ads1.swf” width=”380″ height=”200″][iframe src=”http://www.cube.ge./ads2.swf” width=”380″ height=”200″]
მას სახელი 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამარ ჭოველიძის პატივსაცემად დაერქვა. საბჭოთა კავშირის დროს ამ ქუჩაზე აგებული შენობა გამომცემლობად იყო ქცეული და მას მრეწველობითი დანიშნულება ჰქონდა. არქიტექტორებმა პროექტის განახლებაზე დიდი დრო და ენერგია დახარჯეს და გამომცემლობა სასტუმროდ გარდაქმნეს. აქ გამოყენებულია მელირებული მუხის ხე, მელირებული აგური, რკინა და თუჯი. შენობის კონცეფცია ისტორიული ფაქტების გამოყენებას გულისხმობდა. ხის პირვანდელი ფანჯრები აღდგენილია. თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში ავტომობილების პარკირება დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხის გადაჭრის მიზნით არქიტექტორებმა უჩვეულო ხერხს მიმართეს. მათ სასტუმროს ქვეშ 200 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი შექმნეს.