კედლის დეკორატიული ლესვა
კედლის დეკორატიული ლესვა
კედლის დეკორატიული ლესვა დაძველების ეფექტით : ვენეციანკა
კედლების დეკორატიული ლესვა – ვენეციანკა , უძველესი დეკორატიული ტექნოლოგიაა , იგი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ რომში . მშენებლობის დროს რჩებოდა მარმარილოს მტვერი , მას იყენებდნენ როგორც საწყისს, სალესი ხსნარისთვის . ამ დეკორის მეორეთ დაბადება მოხდა ვენეციაში, რენესანსის ეპოქაში
ხსნარში შეიძლება მოხდეს პიგმენტების დამატება , როგორც ნატურალურის ასევე ხელოვნურის . ხსნარი კედელზე დაიტანება რამოდენიმე უთხელეს ფენად და ხდება ჩამოწმენდა სანამ ზედაპირი არ გახდება პრიალა . გამშრალ მდგომარეობაში დეკორატიულმა ნალესმა შეიძლება მიიღოს მარმარილოს ფაქტურა . ნალესი წყალმედეგია , აქვს ანტიბაქტერიული თვისებები , გამოიყურება შესანიშნავად .
იმისთვის რომ ნალესს ჰქონდეს სიპრიალე და სიღმე , ხდება კედლის გასანთლვა . განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება საკუთარი ხელებით გავაკეთოთ ესეთი კედლის დეკორირება .
ნაბიჯი 1: მუშაობა დაიწყეთ ლითონის შპატელზე დეკორატიული ხსნარის დადებით .
რჩევა : იმისთვის რომ შეამციროთ უსწორმასწოროებები თქვენს ზედაპირზე , შპატელის დაბოოვება გადაამგვალეთ 100 იანი შკურკით .
ნაბიჯი 2: დაიწყეთ ხსნარის ზედაპირზე დატანა ზედა კუთხიდან და გააკეთეთ ინტენსიური ლაქები 15 – 30 გრადუსზე დახრილი შპატელით
ნაბიჯი 3: გაანაწილეთ ხსნარი ზედაპირზე არეულად , პატარა და დიდი შემთხვევითი ლაქებით . ხსნარის გარეშე ზედაპირი უნდა იყოს მხოლოდ რამოდენიმე ადგილას . გააგრძელეთ ხსნარის დატანა იქამდე , სანამ მთელი კედელი არ იქნება დაფარული . მიეცით კედელს საშუალება გაშრეს დაახლოვებით 4 საათის განმავლობაში , შემდეგი ფენის დატანამდე .
რჩევა : ხშირად გაწმინდეთ შპატელიმ.
ნაბიჯი 4: ზედა კიდესთან დაბრუნებისას , დაიტანეთ თხლად მეორე ფენა პირველ ფენაზე . იხმარეთ ინსტრუმენტი 60 -90 გრადუსიანი დახრით .
ნაბიჯი 5: მთლიანად შეავსეთ სიცარიელეები და ჩაღმავებები
ნაბიჯი 6: დაამუშავეთ ყველა ამობურცულობები .
რჩევა : მიეცით მეორე ფენას გაშრობის საშუალება 24 საათიგანმავლობაში, პოლირებამდე . ბოლო ფენა სასურველია დაედოს ზედაპირს უფრო მეტად სველი ან უფრო სწრაფი მოძრაობებით . პოლირება უნდა მოხდეს საბოლოო ფენის დადებამდე .
ზედა ფენა
ნაბიჯი 1: თუ თქვენ მზად ხართ დაიტანოთ საბოლოო ფენა მომზადებულ ზედაპირზე , გამოიყენეთ სუფთა 4 დიუიმიანი ლითონის შპატელი , 60-90 გრადუსით დახრილი . მიეცით საშუალება ფენას გარშრეს დღე ღამის განმავლობაში .
რჩევა : საბოლოო ფენა გააკეთეთ ძალინიან თხელი ფენით , ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ ჰაერის ბუშტების წარმოქმნას , რომელიც სულ სხვა შეხედულებას აძლევს კედელს .
პოლირება
ნაბიჯი 1 : თუ თქვენ აკეთებთ კედლის პოლირებას , გამოიყენეთ შკურკის ქაღალდი 400 იანი მარცვლით . ხელის მოძრაობა ზედაპირზე უნდა იყოს წრიული , სანამ არ მიიღებთ იმ შეხედულებას , რომელიც თქვენ მოგწონთ .
რჩევა: მიეცით საშუალება დეკორატიულ ნალესს , გაშრეს 24 საათის განმავლობაში სანამ დაიწყებთ პოლირებას .
ნაბიჯი 2: გაწმინდეთ პოლირებული ზედაპირი ოდნავ სველი ნაჭრით , რათა მოაშოროთ მტვერი ნალესს .
ნაბიჯი 3: გაიმეორეთ პროცესი : სანამ არ შეატყობთ რომ მიაღწიეთ სასურველ შედეგს.