სელენა გომესის სახლი
სელენა გომესის სახლი
მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო . დღეს ჩვენ გავისეირნებთ ცნობილი მომღერლისა და მსახიობის – სელენა გომესის სახლში . მისი სახლი 6600 კვადრატული მეტრია . ღირებულება 2.9 მილიონ დოლარს შეადგენს და ლოს ანჯელესში მდებარეობს .
სახლი შეიძლება ითქვას რომ დგას „ სამოთხის ბაღში “ , ირგვლივ მწვანე ხეები და ულამაზესი მცენარეებია . ამავე ტერიტორიაზეა ბასეინი , ტენისის კორტი , კალათბურთის სათამაშო მოედანი . სახლი გარშემო ღობით არის შემოფარგლული , ავტომატური ჭიშკრით , დაცვის სისტემით და ავტოფარეხით . ცენტრალური შესასვლელიდან სახლამდე მიდის ლამაზი ბილიკი და არაჩვეულებრივი ფანტანები .
ობიექტი დაგეგმილია ამდაგვარად : ექვსი ვანის ოთახი , ექვსი საძნებელი , მუსიკისთვის განკუთვნილი ოთახი , გარდერობის ოთახი , სამრეცხაო , სასადილო , ბუხრის ოთახი და ორი სამზარეულო – ერთი პირადად „ შეფ პოვარისთვის “ , ფართე მისაღები ბუხრით , მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახი , რამოდენიმე მოსასვენებელი , ბიბლიოთეკა და ბასეინი .
სტუმრებისთვის მეორე სართულზე მოწყობილია ლუქსის ტიპის ოთახი , ცალკე შესასვლელით და აივნით , სადაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები ბაღში .
მსახიობის სახლი ძალიან მომხიბვლელია , დიზაინერებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს ..
მსახიობის სახლიში დიზაინერებმა იმდენი საინტერესო იდეა ჩადეს , რომ მისი დათვალიერების შემდეგ , მკითხველს იმპროვიზაციის სურვილ იუჩდება .
ბუხრიან მისაღებში მუქი იატაკია და ნათელი ჭერი , კედლები მშვიდ ოტნალბაშია .დიდი მასიური ხის მაგიდა , რამოდენიმე ნოხი პასტელურ ფერებში და რაღათქმაუნდა ბუხარი. ოთახში რამოდენიმე კონტრასტული ფერი დომინირებს .
აბაზანის ოთახი ძალიან მოდურია . იგრძნობა რომ გემოვნებით არის შესრულებული . თეთრი ავეჯი იმისთვის რომ ინტერიერი მოსაწყენი არ გამოსულიყო . დიზაინერმა დაამატა რამოდენიმე სარკე ოქროსფერი ჩარჩოთი .
ბავშვის ოთახი მსახიობმა მისი პატარა დისთვის მოაწყო , რომელიც ცისფერ და თეთრ ტონებშია .
სასადილო სამზარეულო დაყოფილია რამოდენიმე კომფორტულ ზონებად : ადგილი სამზადისთვის ,ცხელი ზონა , სასადილო და მოსასვენებელი . მინდა გამოვყო მოსასვენებელი ზონა , რომელიც გამოყოფილია დიდი ნაცრისფერი დივნით და ბევრი დეკორატიული ბალიშებით .
საძინებელი – ეს ოთაი შეუძლებელია არ იყოს გამორჩეული : მისი ფერთა შეხამებით , ასევე შთამბეჭდავი საწოლით , გლამურულ სტილში შესრულებული , უცხო და გამორჩეულ იჭაღით, ნათელ იდა ეფექტური .
სასადილო ოთახი – საინტერესოა აქ რა მოგვიმზადა დიზაინერმა … ოთახში იშლება დიდი საბანკეტო დარბაზი , ლამაზი სავარძლებითა და მყუდრო გარემოთი . ასევე საინტერესო ფერთა ცვალებადობით .
სელენა გომესის სახლის ინტერიერი , დეტალურად იყო გათვლილი . სახლში არაფერია ზედმეტი . დიზაინერები მშვენივრად დაეუფლენ სივრცეს , კარგად შეარჩიეს ავეჯი და ფერები .
რუბრიკის ავტორი : რუსუდან გამსახურდია