ცნობილი ადამიანების 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ცნობილი ადამიანების 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი
ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყველასთვის საინტერესოა და სხვა ყველაფერთან ერთად გვაინტერესებს სახლები , სადაც ისინი ცხოვრობენ . მიუხედავად იმისა , რომ მათ დიდ ნაწილს არა ერთი ძვირადღირებული უძრავი ქონება აქვს , სტატიაში ყველაზე ძვირად შეფასებულ 5 სახლს გაჩვენებთ .
5 . ტოპ ხუთეულში ბოლო ადგილს ბიონსესა და ჯეი ზის კალიფორნიის სახლი იკავებს . 2017 წლის ივლისში , 9000 კვ.მ. – ზე მეტი ფართობის სახლი შეიძინეს , რომელიც 8 საძინებელს , 11 აბაზანას , 4 საცურაო აუზს , 15 ავტოფარეხსა და ხმის ჩამწერ სტუდიას აერთიანებს . სახლის საერთო ღირებულება 88 მილიონ დოლარს აღწევს . დიზაინი პოლ მაკ’კლეინს ეკუთვნის .
4 . მეოთხე ადგილზე ყველაზე პოპულარული თოქ-შოუს წამყვანი ოპრა უინფრია , რომელსაც 90 მილიონის ღირებულების სახლის აქვს მონტესიტოში (ასევე ცნობილი , როგორც The Promise Land ) . ოპრამ სახლი 2001 წელს 50 მინიონ დოლარად შეიძინა . სახლში 6 საძინებელი ოთახი , 14 აბაზანა , მარანი , სახლის კინოთეატრი , საცურაო აუზი , დიდი სამზარეულო და თევზების აუზია . ნეო-ჯორჯიული სტილის სახლი ბევრ გასაოცარ სკულპტურას , ვარდების ბაღს , სასტუმრო სახლს , საჯინიბოს და თევზების ხელოვნურ ტბას ინახავს .
3 . მესამე ადგილის მფლობელი ჯორჯ ლუკასის 100 მილიონ დოლარად შეფასებული სახლია კალიფორნიაში , ( Marin Country ) , სახლს ისეთი ,, ოთახები „ აქვს , როგორიცაა 300 ადამიანზე გათვლილი თეატრი , ორსართულიანი ბიბლიოთეკა . აქ ასევე არის ღია აუზი , ვენახი და ფარდული . სახლისკენ მიმავალი გზა პრივატულია და პუბლიკისთვის რა თქმა უნდა არ არის ნებადართული მისი გამოყენება .
2 . ჯორჯ კლუნი თავისი 100 მილიონიანი სახლით ვილა ოლეანდრაში ( იტალია ) მეორე ადგილს იკავებს . თავის დიდ ოჯახთან ერთად მსახიობს დროის გატარება იტალიაში , თავის პიცის ოთახში უყვარს . სახლში არის სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი , აუზი , ჩოგბურთის კორტები , მხოლოდ მოტოციკლებისთვის განკუთვნილი ფარეხი , თეატრი ღია ცის ქვეშ , საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება . შენობა მე18 საუკუნეშია აშენებული და 25 ოთახს შეიცავდა .
1 . მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის , ბილ გეითსის პირველობა , ალბათ არ გაგაკვირვებთ . ბილ გეითსმა ტერიტორია 1988 წელს 2 მილიონ დოლარად შეიძინა , სახლის აშენებაზე კი 63 მილიონი დახარჯა , 18500 კვ.მ. ფართობის ტერიტორია თავისი ყველა კომპონენტით ამჟამად 127 მილიონ დოლარადაა შეფასებული . სახლი მედინაში მდებარეობს , ვაშინგტონის შტატში და 7 საძინებელს , 6 სამზარეულოს , სავარჯიშო ოთახს , დახურულ და ღია აუზებს , თეატრს , ხელოვნურ წყალსაცავს ორაგულითა და კალმახებით , ბატუტის ოთახს და ბევრ საინტერესო ზონას შეიცავს . სტუმრებს სახლში შესვლისას მიკროჩიპი ეძლევათ , რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს , შესაბამისად ისინი ამ დიდ ტერიტორიაზე არ დაიკარგებიან .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ