როგორ შევარჩიოთ სკამები ინტერიერისთვის : 10 იდეა
როგორ შევარჩიოთ სკამები ინტერიერისთვის : 10 იდეა
დიზაინერმა ვადიმ კიბარდინმა კომენტარი გააკეთა ათ ინტერიერზე , სადაც მთავარ როლს სკამები თამაშობენ .
1.ბინა მოსკოვში
დიზაინერი ლაძარო რაბონი და ანდრეი ფარბი
ინტერიერი გაყოფილია ორ ნაწილათ . მარჯვენაში – სპილენძის სახელურები , პიანინო და ხის ანტიკვარული სკამებია , მარცხენაში – ლითონის მაგიდა , ლაკონური განათება და პლასტიკატის სკამები . ასეთი სტილისტური ოთახის გაყოფა ფაქტიურად შესაძლებელია . თუ სასურველია დიდი ერთიანი სივრცე , მაშინ პლასტიკატის სკამები შეიძლება შეიცვალოს
2. სახლი პალმ-სპრინგს-ში
არქიტექტორი დონალდ ვეკსლერი , დიზაინერი ჯიმ აისერმანი .
ამ ინტერიერის შემქმნელებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ბალანსი რომანტიულ კომფორტსა და მინიმალიზმს შორის . გამოვიდა სასადილო ოთახი , რომელშიც ყველა ელემენტი ერთმანეთან არის მისადაგებული . ავეჯი 1960 – ინი წლების სტილშია . სკამების ტექსტილი და ნოხი ერთ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი .
3. ბინა ანტვერპენში
არქიტექტორი კრის მისი
ძნელი წარმოსადგენია , როგორ უნდა დაიბანო ხეპლირი , სკამზე მჯდომმა . საშინლად მოუხერხებელია . ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში – სკმაბის აბაზანიდან გატანაა .
4. სახლი ავსტრალიაში
დიზაინერი დეილ ფრანკი
გამჭირვალე სკამები Lou Lou ფილიპ სტარკის დიზაინია . სკამები აბსოლიტურად წაშლილი და დაკარგულია ამ სინათლით სავსე სამზარეულო – სასადილო ოთახში . უფრო შესამჩნევი მონაწილეები იქნებოდნენ სკამები მეტალითა და ტექსტილით , მეტალი იქნებოდა შესაბამისი ჰაიტეკის სტილის სამზარეულოსთან, ტექსტილი კი დეკორატიულ ელემენტს შემატებდა ოთახს .
5. სახლი ბევერლი ჰილსში
დიზაინერი ელსი დე ვულფი
დაბალანსირებულ ინტერიერში იდეალურად შერწყმულია სკამები ძველი კლასიკური სტილის და ანკიკური მოტივები . ერთადერთი – არ არის საკმარისი გამაერთიანებელი ელემენტები , ორნამენტებიანი ნოხი კარგი იქნებოდა ერთ ტონალობიანი ნოხის ნაცვლად .
6. აპარტამენტი პარიზში
დეკორატორი ეკლე დანე
ლამპა თეთრი შუშით , მუქი კედლები , მაგიდა პოლიკარბონატისგან და ამ ყველაფერთან მოულოდნელი სკამები, დაწნული ზურგით. ეფექტური სვლა ნეტრევიალური გადაწყვეტილების მიღების მოყვარულ იადამიანებისთვის . კიდევ ერთი პლიუსი : ოთახი შეიძლება მარტივად გადაკეთდეს 60 იანი წლების სტილში . საკმარისია მხოლოდ კლასიკური სკამების შეცვლა – თეთრ Panton ან Tulip სკამებით .
7. სასტუმრო Domaine Des Andeols
არქიტექტურული ბიურო Jean Francois Bodin & Associes
ამ ინტერიერის ავტორმა ითამაშა თამაში – ” ყველაფერი პირიქით ” . სკამები ” ამოტრიალებული ” ხის კარკასითა და მეტალის დასაჯდომებით , კარები რომელიც სურათის ჩარჩოს გავს , ენდი უორხალის რეპროდუქცია ფერებში – როგორც დიდი ფანჯარა . შედეგი შთამბეჭდავია , ერთადერთი ” არა ” – ოთახი გამოვიდა ძალინ ცივი .
8. ბინა მალაგაში
დიზაინერი დიეგო სანტოსი
ეს ინტერიერი ყალიბდებოდა არა ერთი წელი , ამის მიუხედავად იგი გამოიყურება ” მოუვლელად ” . აქ გამეფებულია მყუდრო და ცოცხალი ხელოვნების აურზაური . ოთახში თავშეყრილია უამრავი ნივთი , რომლებიც მეტყველებენ გემოვნებაზე , მოღვაწეობის სფეროსა და მფლობელის ინტერესებზე .
9. ბინა მანჰეტენზე
დიზაინერი ბიბი მონაჰანი
ამ ოთახში ყველაფერი თავის ადგილას არის და თუ შეცვლაა – მხოლოდ პატარა უმნიშვნელო დეტალების . სკამების მკაცრი ლითონის კარკასი და და დასაჯდომები კარგად არის შეხამებული თბილ პარკეტის იატაკის ფერებთან .
10. აპარტამენტი პარიზში
ავეჯის განლაგების თვალსაზრისით ,ეს ოთახი სრულყოფილია, მასიური მაგიდა წრის ვენტრშია, რომლიდანაც მზის სხივებივით არის გაშლილი პარკეტის დაფები. გარშემო კლასიკური სკამებია, იდეალურად მისადაგებული ინტერიერთან, რასაც ვერ ვიტყვით მაგიდაზე , რომლის შეცვლა უფრო მსუბუქ ვარიანტზე ცუდი არ იქნებობა