WHITE STUDIO
WHITE STUDIO
მაისენი , ლიმოჟი , საქსი …….. რატომ არ უნდა არსებობდეს ქართული ფაიფური ? ჩვენთან ხომ არის თეთრი თიხის საბადოები … მერე რა, რომ საქართველოში არ არის მოქმედი კერამიკული ქარხანა ? ნეტა როგორი თვისებები აქვს ქართულ თეთრ თიხას ? – დიახ , არანაკლები , ვიდრე ნებისმიერი კარგი ხარისხის ფაიფურის შედგენისთვის საჭირო მასალას …. მაშინ რატომაც არ ვცადოთ?!……
ასე გაჩნდა მხატვრების ნატო ერისთავისა და ნინო ყამბარაშვილის მიერ ჯერ იდეა და შემდეგ ჩამოყალიბდა შემოქმედებითი სახელოსნო white studio (თეთრი სახელოსნო) და პირველი ქართული კერამიკის გალერეა „ ვორქშოპი“ 2013 წელს . გალერეაში წარმოდგენილია ახალგაზრდა პროფესიონალი კერამიკოსებისა და მხატვრების ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრები . ტარდება მასტერკლასები და სრულდება შეკვეთები.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ექსკლჯუზიური ხელნაკეთი ნივთები ნებისმიერი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის . მსოფლიოში გავრცელებული კერამიკის ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გათვალისწინებით შევთავაზოთ ქართველ და უცხოელ საზოგადოებას ხარისხიანი , თანამედროვე კერამიკა ტრადიციული ელემენტებით გამოყენებით , რომლებიც შესრულებულია ქართულ ფაიფურში , ფაიანსსა და წითელ თიხაში . ჩვენთან კეთდება ისევე როგორც მოხატული სანათები , სარკეები , კედლის პანოები და ექსკლუზიური ჭურჭელი , ასევე არტ ობიექტები , დეკორატიული ლარნაკები და სკულპტურული ნამუშევრები ექსტერიერისთვის . ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრების , როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგის შემოქმედებითი პოტენციალი , ასევე დავხვეწოთ ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერამიკის მხატვრული დონე და ქართული სუვენირის ხარისხი .
ჩვენთს გალერეაში წარმოდგენილი ყველა ნივთი ექსკლჯუზიურია და არ მეორდება . ყველა ნამუშევარი დამუხტულია განსაკუთრებული პოზიტიური ენერგიით , სითბოთი და სიყვარულით .
გვეწვიეთ , იმედი გვაქვს ჩვენი შემოქმედება მოგანიჭებთ ესტეტიურ სიამოვნებას , შეიტანს თქვენს ოჯახში დადებით მუხტს და დაამშვენებს ნებისმიერ სივრცეს .
თბილისი , ვერა , ჯანაშიას ქ. 22/26
Facebok : White Studio
Facebook : Workshop
Instagram : Workshop/White Studio
natoeristavi@yahoo.com
ტელ: (+995) 595011770 / 599919893