ბამბუკის არქიტექტურა
ბამბუკის არქიტექტურა მიმზიდველი მაგალითები
ბამბუკი მცენარეა , რომელიც ძირითადად ტროპუკულ რეგიონებში იზრდება და შეიზლება გამოვიყენოთ , როგორც ბუნებრივი სამშენებლო მასალა სხვადასხვა კონსტრუქციისთვის . მისი კომპრესიული ძალა აგურისა და ცემენტისას აჭარბებს და მეტალს უტოლდება . მისი კულტივაცია ადვილია , ფასი დაბალი , რის გამოც ერთ – ერთი საუკეთესო მასლაა .
ბოლო პერიოდში მისი მოხმარების არეალი გაფართოვდა , მას მხოლოდ უბრალო ქოხების ასაშენებლად აღარ იყენებენ . ბამბუკი უკვე თანამედროვე სახლების , რესტორნების , სასტუმროების როგორც ფასადებზე ასევე ინტერიერშიც გვხვდება .
1. House in Paranaque – ფილიპინები
სახლის მთავარი ფასადი მთლიანად ბამბუკის ჯოხებითაა შექმნილი , არქიტექტორებმა მისი გამოყენება იმიტომ გადაწყვიტეს , რომ დაბალი ფასის მქონე ადგილობრივი მასლაა და ამასთანავე , ენერგოეფექტურიც . ნატურალური ფერის ხაზგასასმელად ის დაამუშავეს ლაქით .
2. Bangkok Hair Salon – ტაილანდი
სალონის დიზაინერი Nattapon Klinsuwan – ი ბუნებრივი გამოქვაბულებით იყო ინსპირირებული , რის შედეგადაც არატრადიციული ინტერიერის შექმნა შეძლო . მან ათასობით ბამბუკის ჯოხი გამოიყენა რომლებიც ჭერზეა დაკიდებული .
3. Kontum Indochine Café – ვიეტნამი
Kne hotel – ის რესტორნისა და დარბაზის დიზაინი Vo Trong Architects – ს ეკუთვნის , მათი ინსპირაცია ტრადიციული ვიეტნამური კალათები იყო , სწორედ ამიტომ შექმნეს 15 ბამბუკის კონის მსგავსი სვეტი , რომელიც სახურავსა და სტრუქტურას იჭერს .
ტექსტი მოამზადა – მარი ზურაბიშვილმა