კლასიკური დივანის თანამედროვე ინტერპრეტაცია
კლასიკური დივანის თანამედროვე ინტერპრეტაცია
ჩვენ უკვე არაერთხელ წარმოგიდგინეთ ნამდვილად ღირსეული სტუდენტების ნამუშევრები , გამონაკლისი არც ჰოლანდიელი დიზაინერი რიკი კლოსტერი გახლავთ – ახალგაზრდა ავტორმა გადაწვიტა კლასიკური დივანის თნამედროვე ინტერპრეტაციის შექმნა .
თავდაპირველად პროექტი Embrace – ჩაფიქრებული იყო როგორც კომფორტული ადგილი მშობლებისა და მათი ახალ შობილი ბავშვებისათვის . განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა დედისა და დღენაკლული ბავშვის კომუნიკაციას . რომელთაც გაჩენის თანავე როგორც წესი ანთავსებენ სპეციალურ ინკუპატორში . ამ დროს მშობელი და ბავშვი განიცდის ძლიერ სტრესს , რომელიც რიკი კლოსტერის აზრით , შეიძლება მოიხსნას შეხებითა და ჩახუტებით .
დივანის სახელი Embrace – ითარგმნება ინგლისურიდან როგორც – ჩახუტება . სწორედ შეხებით იქმნება კავშირი დედასა და ახალ შობილს შორის . მშობელი დივანზე თავსდება ახალშობილთან ერთად , ბავშვის სხეული დედის შიშველ მკერდზეა ჩახუტებული . დივანი მოწყობილია მაღალი საზურგით , რაც ქმნის კომფორტულ და ინტიმურ გარემოს . დივანი დაფარულია ჰიგიენური ბუნებრივი ტყავით .
დივანი Embrace შეიძლება გამოყენებული იყოს კლინიკის სხვა პაციენტებისთვისაც , პროცედურებისა და რეაბილიტაციის დროს .