როგორ მოვრთოდ საახალწლო მაგიდა ?
როგორ მოვრთოდ საახალწლო მაგიდა ?
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საახალწლო მაგიდისა არის , მისი ცენტრალური გაფორმება ! ესეთი კომპოზიცია შეიძლება შეიძინოთ მაღაზიაში ან საკუთარი ფანტაზიით შექმნათ თვითონ .
ჩვენ შემოგთავაზებთ სამ „ მასტერ კლასს „ ცენტრალური კომპოზიციის შესაქმნელად ზამთრის დღესასწაულისთვის .
N1 საახალწლო კალათა სანთლებით
მაგიდაზე ესეთი კომპოზიცია იქნება ნამდვილად ძალიან ლამაზი , სანთლები რომანტიულ გარემოს შექმნიან , ნაძვის ხის ტოტი არაჩვეულებრივ არომატს , ხოლო ხელოვნური თოვლი , ბუნებრივს არაფრით ჩამოუარდება .
თქვენ დაგჭირდებათ :
- ხელოვნური თოვლი სპრეის სახით
- სანთლები
- დეკორატიული ბროლი ( შუშის კრისტალები )
- ლარნაკი – ბრტყელი თეფში .
- გირჩები
- ფიჭვისგან მოწნული კალათი
ნაბიჯი N 1
ავიღოთ ლარნაკი , რომელიც იქნება ძირითადი ჩვენი კომპოზიციისთვის და განვალაგოთ ცენტრში სამი სანთელი .
ნაბიჯი N 2
მოვრთოთ ფიჭვისგან მოწნული კალათი ხელოვნური თოვლით , შემდეგ ეს კალათა მოვათავსოთ ლარნაკზე , ისე რომ სანთლები მოხვდეს შუაში . სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ უფრო მცირე ზომის სანთლებიც .
ნაბიჯი N 3
რატიული ბროლის კრისტალები ძალიან გავს ყინულს , ასე რომ ისინი უხდებიან და შეეფერებიან ხელოვნურ თოვლს და მისგან მორთული დეკორაციებს . მსგავსი ნივთებით დამზადებული დეკორაცია – შეიძლება ითქვას რომ ამ წუთას შემოიტანეს ქუჩიდან .
ნაბიჯი N 4
საბოლოო შტრიხი საახალწლო კალათისა არის ეგრეთწოდებული „ მანის „ ბურღულეული , რომელიც მთლიანად უნდა მოეყაროს ზემოდან კომპოზიციას , ის ტოვებს ლამაზათ დათოვლილის შთაბეჭდილებას .
ვაშლები თოვლზე N2
კომპოზიციისათვის „ ვაშლები თოვლზე „ საჭიროა საუკეთესო , ნარჩევი ვაშლები , მათი ვიზუალიდან გამომდინარე , უფრო მადის აღმძვრელი გამოვა თქვენი მომდევნო საახალწლო მაგიდის დეკორაცია !
ამისთვის დაგჭირდებათ :
- ვაშლი ( რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის ზომაზე )
- თეფში – სახილე ან ლარნაკი
- თეფში – კვერცხის ცილით
- თეფში შაქრით
ნაბიჯი N1
ჩავაწოთ ვაშლის საჭირო ნაწილები კვერცხის ცილაში და მაშინვე შაქრიან თეფშში .
ნაბიჯი N2
მივცეთ ვაშლებს გაშრობის დრო და გადავალაგოთ თეფშზე . ზემოდან შეიძლება გავუკეთოთ წარწერა „ შობა „ , „ახალი წეილი „ ან „ მიყვარხარ „ . როდესაც კომპოზიცია დასრულდება , სახილე მოვათავსოთ მაგიდის ცენტრში .
ქილა კენკრით , წიწვითა და სანთლებით .
დაგჭირდებათ :
ნაბიჯი N 1
ავიღოთ ნებისმიერი სახის ქილა და ძირში ჩავდოთ წიწვები და სანთელი .
ნაბიჯი N 2
ქილაში ჩავამატოთ კენკრა და გავაფორმოთ გირჩებით , ქილის ძირი . მთავარია არ დაგვავიწყდეს და გვახსოვდეს რომ სანთელი უნდა იყოს შედარებით ზედა მხარეს , რათა თავი ავარიდოთ ცეცხლის გაჩენის ალბათობას . იმისთვის რომ შევქმნათ გაყინული ხილის ეფექტი , გამოვიყენოთ კვერცხის ცილა და შაქარი . ( როგორც ვაშლის შემთხვევაში ) დეკორის სახით , ქილის ზედაპირზე შეგიძლიათ შემოავლოთ ზონარი .
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ ყველაფრის მოდიფიცირება – სანთლის ამოღება , წყლის დამატება და ხუფით დაფიქსირება . ამდაგვარი ხერხით შეგიძლიათ მორთოთ სამზარეულოს თაროები .
გისურვებთ წარმატებებს და მრავალ ახალ წელს !!