დაფარული კარი
დაფარული კარი ინტერიერში : პლუსები და მინუსები
საიდუმლო კარის გამოყენება ინტერიერში ახალი არქიტექტურული გადაწყვეტილება არ არის , უფრო მეტიც , შეიძლება დავიწყებულადაც ჩაითვალოს . გაიხსენეთ რთულად გამოსაცნობი ფარული შესასვლელები მხატვრული წიგნებიდან , ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან , რომლებიც კიბის ქვეშ , კარადის , სარკეების , ქვის კედლის ან წიგნების თაროების უკან იმალებოდა .

დღეს , მოდისა და მინიმალიზმის , ბუნებრივობისა და ეკოლოგიის ეპოქაში ფარული კარები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება და 2019-2020 წლის ნამდვილი ტრენდია . რა პლუსები და მინუსები აქვთ მათ ? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში გაიგებთ .

დადებითი თვისებები :
- ლაკონურობა , მინიმალიზმი
ფარული საინსტალაციო სისტემის მქონე კარები ერთ-ერთი იდეალური გადაწყვეტილებაა მინიმალისტურ ინტერიერებში . ასეთი კარების კონსტრუქცია გულისხმობს ფარული პეტლებისა და მექანიზმების გამოყენებას .
- პროპორციების ვიზუალურად შეცვლის შესაძლებლობა
დაფარული კარის დახმარებით შესაძლებელია ვიზუალურად გაზარდოთ ჭერის სიმაღლე , რადგან ასეთი კარის იატაკიდან ჭერამდე ინსტალაციაც შესაძლებელია .
- საიდუმლო კარის გამოყენება შესაძლებელია მისი დასახელების ბუკვალურად გასამართლებლადაც და მართლაც კონკრეტული ოთახის ან სათავსოს დასამალად .
- გაძლევთ დიდ არჩევანს კედლის მოპირკეთებისას
დაფარული კარის კონსტრუქცია არჩევანის ფართო სპექტრს გთავაზობთ კედლის მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას , თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი , რამდენად მოუხდება ფერი ან ფაქტურა კარს . მასზე შეგიძლიათ დაიტანოთ იგივე პანელები , შპალერი ან საღებავი , რასაც კედლის მოსაპირკეთებლად გამოიყენებთ .
უარყოფითი თვისებები : - ფასი
დაფარული კარის ფასი თითქმის ორმაგია ჩვეულებრივ კართან შედარებით , ასევე უფრო დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მისი მონტაჟიც .
- ინსტალაციის სირთულე
ასეთი კარის დამონტაჟებას საკმაოდ კვალიფიციური ადამიანი სჭირდება , რადგან მცირე უზუსტობაც კი თვალშისაცემია , როცა ასეთი ტიპის კარს იყენებთ ინტერიერში . მნიშვნელოვანია , რომ რემონტის საწყის ეტაპზე გქონდეთ გადაწყვეტილი დაფარული კარის გამოყენება და იცოდეთ მისი სიმაღლე , სიგანე და ღიობიც იდეალურად სწორი იყოს .

ხმის იზოლაცია
დაფარული კარის გამოყენების შემთხვევაში ხმის იზოლაციის ხარისხი ისეთივე მაღალი არ არის , როგორიც ჩარჩოიანი კარის გამოყენებისას .





ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ