ძველი ტრენდები , რომლებიც კვლავ პოპულარულია
ყველა ტენდენცია , ადრე თუ გვიან , მოძველებული ხდება . თუმცა არსებობს ინტერიერის და დიზაინის ისეთი დეტალები , რამაც დროს გაუძლო , სტატიაში რამდენიმე მათგანს გაეცნობით .
1 . სტილების შერევა – რამდენიმე სტილის კომბინაციით შექმნილი ეკლექტიკური ინტერიერი ათწლეულებია არ კარგავს პოპულარობას . ამ გზით გემოვნებიანი გარემოს შექმნა რთულია, განსაკუთრებით , თუ არ ხართ პროფესიონალი ამ სფეროში . მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ გემოვნებასა და შესაძლებლობებში , გახსოვდეთ რომ სხვადასხვა სტილების შერევა ისევ ტრენდია .
2 . გამჭვირვალე სკამები – 2002 წელს ფილიპ სტარკმა პირველად გამოიყენა ფერადი პოლიკარბონატისგან შექმნილი გამჭვირვალე სკამები . ეს მსუბუქი და მოსახერხებელი ავეჯი მაშინვე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა იმდროინდელ ინტერიერებში , მაგრამ მათ პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავთ .
3 . მინიმალისტური ინტერიერი – რა შეიძლება იყოს კიჩის საწინააღმდეგო? რა თქმა უნდა მინიმალიზმი . ლაკონურობა , უბრალოება და სუფთა ხაზები – ეს ის ყველაფერია , რასაც მინიმალიზმისკენ მივყავართ . გასაკვირი არ არის , რომ ეს სტილი კვლავ ტრენდულია , დღესდღეობით , მისი ყველაზე დიდი კონკურენტი სკანდინავიური სტილია . მიუხედავად ამისა მინიმალისტურ ინტერიერებს მაინც თავისი ხიბლი აქვთ , რაც შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ რჩება .
4 . ნათურები აბაჟურის გარეშე – უაბაჟურო ნათურები ინდუსტრიული და ლოფტის სტილების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია . გამომდინარე ინტერიერის ამ მიმართულებების აქტუალურობისა , ეს სანათებიც ინარჩუნებენ პოპულარობას .
ტექსტი მოამზადა – ლინდა დევაძემ