თვითსწორებადი იატაკი
თვითსწორებადი იატაკი
თვითსწორებადი მოსაჭიმი იატაკი
თვითსწორებადი იატაკის ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ იდეალურად გლუვი , ჰორიზონტალური ზედაპირი , რომელიც გამოიყენება როგორც საფუძველი იატაკის საფარისა , როგორიცაა კაფელი , პარკეტი , ლამინატი , ლინოლიუმი და სხვა . თვითსწორებადი იატაკის დასხმა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ტიპის გადახურვის ფილაზე , იქნება ეს ხის , ქვის , თუ ბეტონის გადახურვა .
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ , როგორ გავაკეთოთ თვითსწორებადი იატაკის მოჭიმვა საკუთარი ხელით .
სამუშაოებუს წარმოების ძირითადი ეტაპები :
- საფუძველის მომზადება
- ჩამოსასხმელი ნარევის მომზადება
- ჩამოსასხმელი იატაკის დასხმა საფუძველზე .
განვიხილოთ თითოეული უფრო დაწვრილებით
საფუძველის მომზადება
რაც უფრო გულმოდგინეთ ჩაატარებთ პირველ ეტაპს , მით უკეთეს შედეგს მიიღებთ მომავალში . საქმე იმაშია , რომ თუ ზედაპირი არ არის საკმარისად სწორი , არსებობს შესაძლებლობა , რომ ჩამოსასხმელმა ნარევმა ვერ დაფაროს დეფექტები . ამიტომ სჯობს მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი გამოვლინებები . ამასთანავე ცხიმიანი , ქიმური და მექანიკური დაბინძურებები არღვევენ ნარევის შემადგენლობას და შესაბამისად ტექნოლოგიასაც . წინააღმდეგ შემთხვევაში საფარს გაუჩდება ბზარები , რაც შეამცირებს ექსპლუატაციის დროს .
მაშ ასე , ზედაპირს ვაშორებთ ცხიმიან ლაქებს , საღებავის ნაკვალებს , მტვერს და ნაგავს . ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ მტვერსასრუტი . მიზანშეწონილია სველი სამუშაოების ჩატარებაც .
გრუნტის ფენის დასხმა
გრუნტის ნარევის შერჩევა შეიძლება სურვილისამებრ . ბაზარზე დღესდღეისობით არსებობს დიდი არჩევანი . ჩვენ შემთხვევაში ვიყენებთ გრუნტს – ბეტონოკონტაკტს , რომელსაც ვუსვავთ იატაკს ფუნჯის საშუალებით .
ოთახის მომზადება სამუშაოებისთვის
თუ გსურთ , რომ თვითსწორებადი მოჭიმული იატაკი იყოს მყარი და დიდხანს გემსახუროთ , აუცილებლათ დაიცავით მონტაჟის ტექნოლოგია . ოთახის ტემპერატურის დიაპაზონი უნდა მერყეობდეს 5 დან – 25 C – მდე , სინოტივე უნდა იყოს საშუალო . მაღალი ტენიანობისა და მინუს ტემპერატურის შემთხვევაში იატაკის მოჭიმვა დაუშვებელია . ოთახი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს გამჭოლი ქარისგან , როგორც იატაკის მოჭიმვის ასევე შრობის პროცესში .
ნაზავის მომზადება
ნებისმიერი მშრალი ნაზავის მომზადებისას აუცილებელია გავეცნოთ გამოყენების ინსტრუქციაშ .ხშირ შემთხვევაში ტექნოლოგიური სამუშაოების დაწვრილებითი არწერა მოცემულია შეფუთვაზე .
დიდ ჭურჭელში ვასხავთ საჭირო რაოდენობის წყალს . ( 20 კგ მშრალ ნარევზე 5,6 – 6,2 ლიტრს ) და შემდეგ ვამატებთ მშრალ ნარევს . სპეციალური მიქსერის საშუელებით ფრთხილად ვურევთ მას ერთგვაროვანი მასის მიღებამდე . ნაზავის მომზადებისას ეცადეთ დაიცვათ პროპორციები , წყლის გადაჭარბების შემთხვევაში , ნაზავი გამოვა თხიერი , რაც დაავეითებს გამზადებული იატაკის მექანიკურ სიმტკიცეს .
ყურადღება : გამზადებული ნაზავი აუცილებელია გამოიყენოთ 15 – 20 წუთის განმავლობაში . ამიტომ მიზანშეწონილია პატარა პორციებით მისი მოზელვა . შეიძლება პირველ ჯერზე ნაზავის გამოყენებისას წარმოიშვას სირთულეები , ამიტომ ივარჯიშეთ მის განაწილებაზე , რომელიმე პატარა მონაკვეთზე .
ნაზავის მომზადებისას გამოიენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი , იმიტომ რომ ცხელი წყლის გამოყენებისას მშრალი ნაზავი უცებ იკვრება .
თვითსწორებადი იატაკის მოჭიმვა
სამუშაოების ჩასატარებლათ დაგჭირდებათ შპატელი და ნემსებიანი ვალიკი . გამზადებული ნაზავი იგება საფუძველზე , შემდეგ ხდება მისი მოსწორება ვალიკის მეშვეობით , ხოლო მისი ნემსები აქრობენ წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკებს , რომლებიც მუშაობის პროცესში ჩდება .
მუშაობა უნდა დაიწყოთ ყველაზე მოშორებული კუთხიდან . ეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ ნაზავი ვიწრო ზოლების სახით . შემდეგ შტაპელით გადაასწორეთ იატაკის ზედაპირი , მანამ სანამ არ მიიღებთ იდეალურად სწორ ზედაპირს . გააგრძელეთ მუშაობა იმავე პრინციპით პირველი ზოლის პარალელურად დაასხით მეორე და ასევე გააგრძელეთ მოქმედება სანამ არ შეავსებთ მთელ ფართს .
იატაკის გაშრობას საშუალოდ 8 – 10 საათი სჭირდება , ხოლო სრული ექსპლუატაცია შესაძლებელია 2 – 3 დღის შემდეგ .